Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

ინდოეთში 7 წლის გოგოს გაუპატიურებაში ბრალდებულების სიკვდილით დასჯას ითხოვენ

Category: Gender based violence 
2018-07-02

ინდოეთის 7 ქალაქში ათასობით ადამიანმა აქციები გამართა. აქციის მონაწილეები ორი კაცის სიკვდილით დასჯას ითხოვდნენ. კაცები 7 წლის გოგოს გაუპატიურებისთვის და მკვლელობის მცდელობისთვის არიან დაკავებულები. აქტივისტებმა გზები გადაკეტეს.

შემთხვევა მადჰია-პრადეშში მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, ბავშვი მაშინ გაიტაცეს, როცა ის სკოლაში მშობლებს ელოდებოდა. ის უგონო მდგომარეობაში, დაჭრილი იპოვეს. ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს.

მოძალადეებს სათვალთვალო კამერების მეშვეობით მიაკვლიეს.

ინდოეთში ბავშვებზე ძალადობის შემთხვევები ხშირია. რამდენიმე დღის წინ აქ ქალაქ გვალიორში 6 წლის გოგო გააუპატიურეს და მოკლეს.

 

 

 

21 აპრილს, ინდოეთის ხელისუფლებამ 12 წლამდე გოგოების გაუპატიურების გამო სასჯელის სახედ სიკვდილით დასჯა შემოიღო. გამკაცრდა სასჯელი 16 წლამდე გოგოების გაუპატიურებაზეც. სასჯელის მინიმალური ვადა 10-დან 20 წლამდე გაიზარდა. ზრდასრული ქალის გაუპატიურების გამო კი მოძალადეს, სულ მცირე, 10 წლით გაუშვებენ ციხეში.

 

ერთი კვირის წინ კი, ინდოეთში ტრეფიკინგის წინააღმდეგ მებრძოლი 5 აქტივისტი ქალი, რომელიც ქუჩაში პერფომანს მართავდნენ, ჯგუფურად გააუპატიურეს.

 

ოთხი დღის წინ გამოქვეყნდა ბრიტანული ფონდის, Thomson Reuters-ის სპეციალისტების დასკვნა, რომლის მიხედვითაც, ინდოეთი ქალებისთვის ყველაზე საშიში ქვეყნაა.

 

ბავშვის გაუპატიურბისა და მკვლელობის ყველაზე გახმაურებულ ამბად ბოლოს 7 წლის პაკისტანელი გოგოს, ზაინაბის ამბავი იქცა. მომხდარს მსოფლიო მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამის გამო პაკისტანში საპროტესტო აქციებიც გაიმართა.


Source 

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker