Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

საქართველოში კაცები უფრო მეტ ქონებას ფლობენ, ვიდრე ქალები

Category: Gender in Caucasus 
2018-06-27

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ თენგიზ ცეკვავამ და აზიის განვითარების ბანკის მთავარმა სტატისტიკოსმა კაუშალ ჯოშიმ წარმოადგინეს პილოტური კვლევის „გენდერული თვალსაზრისით აქტივების ფლობაზე და მეწარმეობაზე მონაცემების შეგროვება“ შედეგები.

 

აღნიშნული კვლევის მიზანია გენდერულად დიფერენცირებული მონაცემების შეგროვება აქტივების ფლობასა და მეწარმებობაზე. 

 

როგორც პრეზენტაციის დაწყებამდე საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, თენგიზ ცეკვავამ ჟურნალისტებს განუცხადა, კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში ზოგიერთი აქტივის ფლობის მიხედვით საგრძნობლად დიდია სხვაობა ქალსა და კაცს შორის.

 

მისივე განმარტებით, აღნიშნული კვლევის მიზანი იყო ის, რომ დაედგინათ, როგორ ფლობს საქართველოს მოსახლეობა სხვადასხვა სახის აქტივებს, რომელიც საბოლოო ჯამში ქალის როლს განსაზღვრავს. ასევე, რამდენად უწყობს ხელს ამ როლის გაძლიერებას და რამდენად არის ეს დაბალანსებული გენდერული თვალსაზრისით.

 

 

"აღნიშნული კვლევის მიზანი სწორედ არის მეთოდოლოგიის შექმნა, რომელსაც გაერო-ს სტატისტიკის განყოფილება აწარმოებს უკვე ბოლო 4-5 წლის განმავლობაში. ამ კვლევის შედეგებით, საქართველოში ჩვენ პრაქტიკულად ვეხმარებით იმ გლობალური მეთოდოლოგიის შექმნაში, თუ როგორ არის განაწილებული აქტივები მამაკაცსა და ქალს შორის. კვლევამ აჩვენა, რომ მამაკაცები პრაქტიკულად ფლობენ ყველა აქტივის მიხედვით უფრო მეტ აქტივს და მის ღირებულებას. განსხვავება არის საკმაოდ მაღალი სასოფლო დასახლებებში, ვიდრე ქალაქში. საკმაოდ მნიშვნელოვანი სხვაობაა სასოფლო-სამეურნეო მიწის შემთხვევაში, ანუ ასეთი მიწის ფლობა მამაკაცებში დაახლოებით ორჯერ და უფრო მეტჯერ არის გავრცელებული, ვიდრე ქალებში", - განაცხადა ცეკვავამ.

 

მისი თქმით, გარდა ამისა, მსგავსი ტენდენციით ხასიათდება სხვა სახის აქტივები, მაგალითად: საცხოვრებელი და სხვა სახის უძრავი ქონება.

 

ცეკვავას განმარტებით, აღნიშნული კვლევა ჩატარდა მთელი საქართველოს მასშტაბით.

 

"კვლევა ერთჯერადი იყო, მან დაახლოებით 3 000 შიდამეურნეობა მოიცვა, სადაც ქალი და კაცი ცალ-ცალკე გამოიკითხა. რაც შეეხება გამოკითხვის პერიოდს, კვლევა სამი თვის განმავლობაში ჩატარდა, 2015-2016 წლების ბოლოს", - განაცხადა ცეკვავამ.

 

კვლევა წარმოადგენს გაერო-ს სტატისტიკის განყოფილების გლობალური ინიციატივის შემადგენელ ნაწილს, რომელიც ემსახურება გენდერული თვალსაზრისით აქტივების ფლობაზე და მეწარმეობაზე სტატისტიკური მონაცემების წარმოების მეთოდოლოგიის შექმნას.

 

საქსტატმა პილოტური კვლევა აზიის განვითარების ბანკის ფინანსური და ტექნიკური დახმარებით ჩაატარა. ეროვნულ დონეზე რეპრეზენტატული კვლევის შერჩევის ზომამ დაახლოებით 3,100 შინამეურნეობა შეადგინა.

 

კვლევის შედეგების დეტალური ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ საქსტატის ვებ-გვერდზე.


Source 

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker