Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ეროვნული კონფერენცია გენდერულ თანასწორობაზე

კატეგორია: გენდერული პოლიტიკა 
2018-06-27

15 მაისს, თბილისში გაიმართა პირველი ეროვნული კონფერენცია: „გენდერული თანასწორობა ადგილობრივ თვითმმართველობაში - გამოწვევები და შესაძლებლობები“. შეხვედრის მიზანას წარმოადგენდა, ერთი მხრივ, გენდერული თანასწორობის სფეროში მუნიციპალიტეტებს შორის კოორდინირებული მუშაობის ხელშეწყობა და მეორე მხრივ, თვითმმართველობის ორგანოებსა და ეროვნულ ხელისუფლებას შორის ერთიანი ხედვის ჩამოყალიბება.

 

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ყველა თვითმმართველი ქალაქის და მუნიციპალიტეტის მერმა, საკრებულოს თავმჯდომარემ, გენდერული თანასწორობის საბჭოების თავმჯდომარეებმა და მერიებში გენდერული თანასწორობის საკითხებზე პასუხისმგებელი პირებმა. ღონისძიება გახსნეს: პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარემ, თამარ ჩუგოშვილმა; ქალაქ თბილისის მერმა და საქართველოს თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტმა კახა კალაძემ; საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა; პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში და გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის შესახებ უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარემ სოფო ჯაფარიძემ და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის დირექტორმა ლორა თორნტონმა.

 

 

კონფერენცია ჩატარდა საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოსა და საქართველოს თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის ინიციატივით, ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტისა (NDI) და გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით.

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

სამუშაო შეხვედრა ზუგდიდში მომუშავე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

თბილისში საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმის მეხუთე კონფერენცია მიმდინარეობს

ტრენინგი "გენდერული თანასწორობა ადგილობრივ დონეზე"

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ინტერპოლმა სუდანში 85 ბავშვი ტრეფიკინგისგან იხსნა

საბერძნეთში ბავშვებით ვაჭრობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საქართველოში 17 ათასი მონაა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker