Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

პრობლემების იდენტიფიცირება სიღნაღის მუნიციპალიტეტში

კატეგორია: გენდერული პოლიტიკა 
2018-06-27

ქალთა საინფორმაციო ცენტრი მუშაობას ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გენდერული პოლიტიკის გაძლიერების მიმართულებით. ამ საქმიანობის ფარგლებში ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და ასევე საკრებულოს გენდერული საბჭოს წევრებთან.

 

შეხვედრები მიეძღვნა მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემების იდენტიფიცირებას გენდერულ ჭრილში, რომლის ანალიზის საფუძველზე შემუშავდება მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა. ქალთა საინფორმაციო ცენტრი ამ პროცესში გენდერულ საბჭოს კონსულტაციებს გაუწევს.

 

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შეიქმნა გენდერული სობჭო, რომლის შემადგენლობაშიც საკრებულოს 8 დეპუტატი შევიდა.

 

შეხვედრას საკრებულოში ესწრებოდნენ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი გოგილაშვილი და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე,ილია ხატიაშვილი. ქალთა საინფორმაციო ცენტრი ახორციელებს პროექტს „გენდერული თანასწორობის პოლიტიკის გაძლიერება ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე“, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს გენდერული თანასწორობის პოლიტიკის ლოკალიზაციას ადგილობრივ დონეზე.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით, გაეროს ერთობლივი პროექტის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში. სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობა

 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

სამუშაო შეხვედრა ზუგდიდში მომუშავე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან

საკონსულტაციო შეხვედრა მარნეულის არასამთავრობო ორგანიზაციებთან

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

გენდერულ საკითხებთან დაკავშირებით დედაქალაქის მერიაში შეხვედრა გაიმართა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის გენდერულმა საბჭომ ექვსი თვის მუშაობის ანგარიში წარადგინა

სიღნაღის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა დაამტკიცე

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ინდოეთში დედა ტერეზას საქველმოქმედო დაწესებულებას ბავშვებით ვაჭრობაში ადანაშაულებენ

შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის ბრალდებით 2 პირი დააკავა

თურქეთში ტრეფიკინგის მსხვერპლი საქართველოს სამი მოქალაქე გაათავისუფლეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker