Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

10 ყველაზე საშიში ქვეყანა ქალებისათვის

კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 
2018-06-26

Thomson Reuters Foundation-მა 550 ექსპერტს შორის ჩაატარა კვლევა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ქალთა ცხოვრების შესახებ. ამ გამოკვლევის საფუძველზე ქალებისთვის ყველაზე საშიში ქვეყნების რეიტინგი შედგა. მსგავსი კვლევა ჩატარდა 2011 წელს.

 

კვლევაში გათვალისწინებული იყო შემდეგი პარამეტრები: ჯანდაცვა, ეკონომიკური რესურსები, ტრადიციული პრაქტიკა, ძალადობა და ადამიანით ვაჭრობა.

 

დღეს ბევრი ქალისათვის წარმოუდგენელია იცხოვროს თავისუფლების გარეშე, ისინი თავად ზრუნავენ კარიერასა თუ პირად ცხოვრებაზე. თუმცა დანარჩენებისთვის ეს ჯერ კიდევ ოცნებად რჩება. Thomson Reuters Foundation -მა სწორედ იმ ქვეყნების სია გაავრცელა, სადაც ქალებისთვის ცხოვრება ყველაზე რთულია

 

1. ინდოეთი

 

 

რეიტინგის ლიდერი ინდოეთი გახდა,  რადგან ქვეყანაში ქალთა მიმართ ძალადობის დონე აღწევს რეკორდულ მაჩვენებელს. ქვეყანაში სტატისტიკური მონაცემების მიხედვით ქალების 70% განიცდის სხვადასხვა სახის ძალადობას. ინდოეთში ყოველ 29 წუთში ერთხელ ხდება ქალის გაუპატიურება, ხოლო 77 წუთში ერთხელ - მკვლელობა. მხოლოდ გასული ერთი საუკუნის განმავლობაში ინდოეთში 50 მილიონ ქალზე მეტი მოკლეს, 100 მილიონი კი ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდა. სავალალო მდგომარეობაა ქორწინების მხრივაც, აქ გოგონების 44.5%-ს 18 წლამდე აიძულებენ გათხოვებას.

 

2. ავღანეთი

 

 

 

Reuters -ის კვლევის მიხედვით ავღანეთს მეორე ადგილი უკავია. ბოლო 17 წლის განმავლობაში ქვეყანაში ქალები მუდმივად საფრთხის წინაშე დგანან. ქვეყანა გახდა ყველაზე საშიში ქალებისთვის სამი კატეგორიის მიხედვით: სექსუალური ძალადობა, ჯანდაცვა და ეკონომიკურ რესურსებთან ხელმისაწვდომობა.

 

3. სირია

 

 

სირია რეიტინგში მესამე ადგილს იკავებს. უკვე შვიდი წელია ამ ქვეყანაში ომია. სირიას, შეერთებულ შტატებთან ერთად, უკავია მესამე ადგილი "სექსუალური ძალადობის" პარამეტრის მიხედვით.

 

4. სომალი

 

ქვეყანა 1991 წლიდან შეიარაღებული კონფლიქტის მდგომარეობაშია. მას მესამე ადგილი უკავია როგორც მედიცინისა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, ასევე  კატეგორიაში "ტრადიციულ და კულტურულ პრაქტიკასთან დაკავშირებული რისკები". ეს არის ქვეყანა, სადაც გოგონების 95% წინადაცვეთის მსგავს პროცესს გადის, რაც მათ სხეულსა და გონებაზე სამუდამო კვალს ტოვებს. გოგონების ასაკი 4-დან 11 წლამდე მერყეობს. სომალიში ქალთა მხოლოდ 9% აქვს შესაძლებლობა, რომ სამედიცინო დაწესებულებაში იმშობიაროს.
ეკონომიკური რესურსების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით კი ქვეყანა მეხუთე ადგილზეა.

 

5. საუდის არაბეთი

 

 

საერთო ჯამში, ამ ქვეყანამ მე -5 ადგილი დაიკავა. ამავე დროს, გახდა მეორე "ეკონომიკური რესურსების ხელმისაწვდომობის" პარამეტრის მიხედვით. გარდა ამისა, ქვეყანა მე -5 ადგილზეა  "ტრადიციულ და კულტურულ პრაქტიკასთან დაკავშირებული რისკების" თვალსაზრისით.

 

6. პაკისტანი

 

 

პაკისტანმა ქალებისათვის ყველაზე საშიში ქვეყნების რეიტინგში მეექვსე ადგილი დაიკავა. "ეკონომიკური რესურსების ხელმისაწვდომობისა" და "დისკრიმინაციის" თვალსაზრისით, პაკისტანი მსოფლიოში ასევე  მე -6 ადგილზეა. ამ კატეგორიაში შედის რისკები, რომელიც დაკავშირებულია კულტურულ, ტრადიციულ და რელიგიურ ტრადიციებთან. გარდა ამისა, პაკისტანი მე -5 ადგილზეა "სექსუალური ძალადობის" პარამეტრის მიხედვით, რომელშიც ოჯახში ძალადობა შედის.

 

7. კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა

 

 

გაეროს ექსპერტთა აზრით, ამ ქვეყნის მოსახლეობა სიცოცხლისთვის შემაძრწუნებელი პირობების წინაშე დგას, რადგან მრავალი წლის განმავლობაში აქ სისხლისღვრა და უკანონობა სუფევდა. "სექსუალური ძალადობის" პარამეტრით ქვეყანა მე -2 ადგილზეა. კონგოში ყოველდღიურად 1100 ქალი ხდება გაუპატიურების მსხვერპლი. ქვეყანა 1996 წლიდან დღემდე 200 000-მა მოქალაქემ დატოვა, რომელთა უმრავლესობა ქალია. თუმცა ისინი დევნილის სტატუსით სარგებლობენ, რადგან მეუღლის თანხმობის გარეშე არ შეუძლიათ პირადი დოკუმენტების ქონა.

 

8. იემენი

იემენში ქალებისთვის მედიცინაზე, ჯანდაცვასა და ეკონომიკურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის დონე ძალიან დაბალია. ქალები განიცდიან ტრადიციულ და კულტურულ პრაქტიკასთან დაკავშირებულ რისკებს, ასევე მაღალია სექსუალური ძალადობის დონე. ქვეყანაში 22 მილიონი ადამიანი ჰუმანიტარულ კრიზისს განიცდის. 

 

9. ნიგერია

უფლებადამცველები ხშირად აღნიშნავენ ამ ქვეყანას მშვიდობიანი მოსახლეობის ძალადობის, წამებისა და მკვლელობის კონტექსტში. ქვეყანაში მოქმედებს ისეთი ტერორისტული ჯგუფი, როგორიცაა "Boko Haram"-ი. ნიგერია მე -4 ადგილზეა "ადამიანით ვაჭრობის" კატეგორიაში. გარდა ამისა, ნიგერია მე -6 ადგილს იკავებს კატეგორიაში "ტრადიციულ და კულტურულ პრაქტიკასთან დაკავშირებული რისკები".

 

10. შეერთებული შტატები

ეს არის ერთადერთი განვითარებული ქვეყანა, რომელიც ათეულში შევიდა. სირიასთან ერთად, სექსუალური ძალადობის დონით ის მესამე ადგილზეა, რაც მოიცავს სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებული სამართლებრივი დაცვის ხელმისაწვდომობას.

 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

სამუშაო შეხვედრა ზუგდიდში მომუშავე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

1325-ის ლოკალიზაცია: სამოქალაქო ფორუმი ზუგდიდში

ერთადერთი ქალი საპრეზიდენტო კანდიდატი ქალთა უფლებებზე დისკუსიას არ დაესწრო

საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს გენდერულ კვოტას უწესებს

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ინტერპოლმა სუდანში 85 ბავშვი ტრეფიკინგისგან იხსნა

საბერძნეთში ბავშვებით ვაჭრობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საქართველოში 17 ათასი მონაა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker