Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ახალ დირექტორად ეკატერინე გალდავა დაინიშნა

კატეგორია: მოვლენები 
2018-06-13

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას ახალი დირექტორი ჰყავს. ამ თანამდებობაზე ეკატერინე გალდავა დაინიშნა. ინფორმაციას droa.ge ავრცელებს.

კომპანიის ყოფილი დირექტორი გიორგი კობერიძე თანამდებობიდან ივნისის დასაწყისში, საკუთარი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა.

ეკატერინე გალდავა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში პოლიტიკისა და განვითარების პარტნიორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა, თუმცა, სამინისტროში მუშაობის დაწყებამდე, გალდავა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის უკვე ყოფილი დირექტორის მოადგილე იყო. სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ კი მან მუშაობა ინფრასტრუქტურის სამინისტროში დაიწყო.

მანამდე, 2015 წელს, გალდავა ეროვნული ბანკიდან საფინანსო ზედამხედველობის ფუნქციის გამოყოფის შედეგად შექმნილი საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს წევრი გახდა. ამ თანამდებობაზე სამუშაოდ ის “ქართუ ბანკიდან” გადავიდა. გალდავა ამ ბანკში 2012 წლიდან  შიდა აუდიტის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.

2005-2007 წლებში, ეკატერინე გალდავა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი და ბანკის საბჭოს წევრი იყო. მან თანამდებობა 2007 წლის სექტემბერში დატოვა.


 

წყარო 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

სამუშაო შეხვედრა ზუგდიდში მომუშავე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ერთადერთი ქალი საპრეზიდენტო კანდიდატი ქალთა უფლებებზე დისკუსიას არ დაესწრო

საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს გენდერულ კვოტას უწესებს

თბილისში საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმის მეხუთე კონფერენცია მიმდინარეობს

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ინტერპოლმა სუდანში 85 ბავშვი ტრეფიკინგისგან იხსნა

საბერძნეთში ბავშვებით ვაჭრობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საქართველოში 17 ათასი მონაა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker