Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

საქართველოში ბავშვების 22% საარსებო მინიმუმის, 7% კი უკიდურესი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს

კატეგორია: მოვლენები 
2018-06-12

გაეროს ბავშვთა ფონდმა მოსახლეობის კეთილდღეობის ახალი კვლევის  შედეგები წარადგინა.

 

სოციალური დახმარებები გახდა უფრო მიზნობრივი და ბავშვის დანამატთან ერთად ხელს უწყობს ბავშვთა სიღარიბის შემცირებას; მიზნობრივი სოციალური დახმარება უკეთ ხედავს ბავშვიან ღარიბ ოჯახებს;  სიღარიბის დონე გაიზარდა მოსახლეობის ყველა ჯგუფისთვის; მოსახლეობისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდა ჯანდაცვის მომსახურებები; შემცირდა სხვაობა სოფელსა და ქალაქს და მდიდარ და ღარიბ მოსახლეობას შორის სკოლამდელ დაწესებულებში ჩართულობის თვალსაზრისით, თუმცა საბავშვო ბაღების არარსებობის გამო დაახლოებით 14 000 ბავშვი კვლავ ვერ დადის სკოლამდელ სააღმზრედელო დაწესებულებაში - ეს არის იუნისეფის მიერ წარმოდგენილი მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის ზოგიერთი შედეგი.

 

 

კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 5.0%, ბავშვების 6.8% და პენსიონერების 3.7% უკიდურესი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს.

 

''ბავშვები კვლავაც რჩებიან ყველაზე დაუცველ ჯგუფად საქართველოში'' - აღნიშნა ლაილა ომარ გადმა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში. ''ბავშვთა სიღარიბის შესამცირებლად აუცილებელია ყოვლისმომცველი სოციალური დაცვის სისტემა, ასევე უნდა გაიზარდოს ბავშვთა დახმარება როგორც მოცულობის, ასევე დაფარვის თვალსაზრისით. ამავდროულად უნდა გაუმჯობესდეს ოჯახის მხარდაჭერის მომსახურებები და ბავშვზე ზრუნვის სისტემა, რათა ბავშვიან ოჯახებს საქართველოში მეტი მხარდაჭერა ჰქონდეთ''.

 

 

როგორც კვლევაშია აღნიშნული, უკიდურესი სიღარიბის ზღვრად მიჩნეულია 1.25 აშშ დოლარი დღეში, ანუ ოჯახში მცხოვრები თითოეული ადამიანის დღიური ხარჯი დაახლოებით 3 ლარია, რაც ერთ ზრდასრულ პირზე თვეში 82.8 ლარს შეესაბამება.

 

ამასთან, 2015 წლიდან 2017 წლამდე პერიოდში, უკიდურესი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის, ბავშვებისა და პენსიონერების რაოდენობა, შესაბამისად, 2.9, 4.3, და 2.0 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

 

კვლევის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით, შინამეურნეობების 15.8%, მოსახლეობის 17.5%, ბავშვების 22.1% და პენსიონერთა 13.9% საარსებო მინიმუმის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს (საარსებო მინიმუმად დადგენილია თვეში 148.3 ლარი ერთ ზრდასრულ პირზე). ზრდა ორწლიან პერიოდში, შესაბამისად: 3.9, 4.2, 6.5 და 3.5 %ია.

 

კვლევის თანახმად, მოსახლეობის დაახლოებით 11%-მა არ იცის ჯანდაცვის პროგრამის არსებობის შესახებ და ფიქრობს, რომ არც ერთ პროგრამაში არ მონაწილეობს.

როგორც კვლევაშია აღნიშნული, 2017 წელს შინამეურნეობების საშუალო წლიურმა ხარჯმა ჯანდაცვაზე ერთ ზრდასრულ პირზე 430.7 ლარი შეადგინა, რაც 2015 წლის მონაცემზე 84 ლარით მეტია.

„რაც შეეხება ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯების განაწილებას, შინამეურნეობების ხარჯების ძირითადი წილი (69%) მედიკამენტებზე მოდის. 2015 წელს შინამეურნეობების მთლიანი რაოდენობის დაახლოებით 43.1%-ის მინიმუმ ერთი ოჯახის წევრს დასჭირდა სამედიცინო მომსახურება, რომელზეც ფინანსურად ხელი არ მიუწვდებოდა. ორი წლის შემდეგ, იმ შინამეურნეობების პროცენტული წილი, რომლებსაც ჯანდაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობაზე დაბრკოლებები ჰქონდათ, საგრძნობლად შემცირდა და 22.3% შეადგინა. ასეთი მნიშვნელოვანი შემცირება, შესაძლოა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ეფექტიანობას მიეწეროს,“ – ნათქვამია იუნისეფის კვლევაში.

''მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა'' ოჯახების პანელური გამოკითხვაა, რომელიც ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ტარდება და საქართველოს ყველა კონტროლირებად რეგიონს მოიცავს. კითხვარები 4697-მა შინამეურნეობამ შეავსო და მიღებული შედეგები რეპრეზენტატიულია ქვეყნის მასშტაბით.

 

 


 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სამუშაო შეხვედრა ზუგდიდში მომუშავე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან

საკონსულტაციო შეხვედრა მარნეულის არასამთავრობო ორგანიზაციებთან

გენდერული თანასწორობა ადგილობრივ თვითმმართველობაში - გამოწვევები და შესაძლებლობები

 

მიმართვა

პეტიცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის ქალ კანდიდატთა მხარდასაჭერად

ხელმოწერა

ქალთა საინფორმაციო ცენტრის განცხადება

ხელმოწერა

ქალები პოლიტიკაში - ახალი დღის წესრიგი!

ხელმოწერა

მიმართვა აფხაზეთში მცხოვრებ ქალებს

ხელმოწერა

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

იულია ტიმოშენკო უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას

ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა 2018-2019 წლების გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

თბილისის საკრებულოს სხდომაზე მუნიციპალიტეტის გენდერული სტრატეგიის 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

თურქეთში ტრეფიკინგის მსხვერპლი საქართველოს სამი მოქალაქე გაათავისუფლეს

ელისონ მეკი სექსუალური მონობისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავეს

პროსტიტუციასთან დაკავშირებულ დანაშაულებებზე კანონმდებლობა მკაცრდება

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker