Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

მსოფლიოში 1,2 მილიარდი ბავშვი სიღარიბის, კონფლიქტის ან დისკრიმინაციის რისკის ქვეშ ცხოვრობს

კატეგორია: მოვლენები 
2018-05-31

მსოფლიოში 1,2 მილიარდი ბავშვი სიღარიბის, კონფლიქტის ან დისკრიმინაციის რისკის ქვეშ ცხოვრობს, – ამის შესახებ ანგარიშს „The Many Faces of Exclusion“, ორგანიზაცია Save the children-ი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ავრცელებს.

 

 

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის მიერ მომზადებული დოკუმენტის თანახმად, 1,2 მილიარდი ბავშვი ზემოთ აღწერილი სამი ჩამონათვალიდან ერთ-ერთს ებრძვის. 153 მილიონი კი სამივე მათგანის მსხვერპლია.

 

მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელთან შედარებით, გლობალური მასშტაბით, ვითარება გარკვეულწილად გამოსწორდა, სტატისტიკა მაინც არ შეცვლილა. კვლევის თანახმად 175 ქვეყანიდან 95–ში ბავშვთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებული მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუმცა 40 ქვეყანაში გაუარესდა.

 

 

ანგარიშის მიხედვით 240 მილიონი ბავშვი ცხოვრობს ქვეყანებში, სადაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. 575 მილიონი მცირეწლოვანი გოგო კი იმ ქვეყანებში იმყოფება, სადაც ქალის დისკრიმინაცია უდიდესი პრობლემაა.

 

 

 

მიუხედავათ იმისა, რომ 2000 წლიდან 40%–ით შემცირდა იმ ბავშვთა რაოდენობა, რომლებიც შრომით ექსპლუატაციაში არიან ჩაბმული, დღეს დაახლოებით 152 მილიონი ბავშვი იძულებულია იმუშაოს საკუთარი ოჯახების გადასარჩენად. თითქმის ნახევარი, დაახლოებით 73 მილიონი ბავშვი, ასრულებს სიცოცხლისთვის სახიფათო სამუშაოს, მათი ფიზიკური, გონებრივი, სოციალური და /ან საგანმანათლებლო განვითარის ხარჯზე.

 

Save the children-ი ასევე ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებული 175 ქვეყნის ბავშვობის ინდექსს („Complete End of Childhood Index 2018“) აქვეყნებს.

 

ქვეყნები ერთდროულად რამდენიმე კრიტერიუმით შეფასდა. კერძოდ: ბავშვთა ჯანმრთელობა, შიმშილი, განათლება, იძულებითი შრომა, ადრეული ქორწინება და ორსულობა, ძალადობის რისკები. ამ მონაცემების თანახმად სიაში პირველი ადგილი ერთდროულად სინგაპურსა და სლოვენიას უჭირავს, მათ ნორვეგია, შვედეთი და ფინეთი მოჰყვება. სიის ბოლოში კი კვლავ აფრიკული სახელმწიფოები, ნიგერია, მალი და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა მოხვდნენ.

 

ამ კრიტერიუმების მიხედვით საქართველო 175 ქნეყნიდან 72 ადგილზეა. შარშანდელთან შედარებით ქვეყანა სიაში 13 პოზიციით დაწინაურდა (85 ადგილი 2017 წელს), რაც ბავშვთა შრომის უკეთესი რეგულაციის დამსახურებაა.

 

 

 

წყარო 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

სამუშაო შეხვედრა ზუგდიდში მომუშავე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან

საკონსულტაციო შეხვედრა მარნეულის არასამთავრობო ორგანიზაციებთან

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ასპინძის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს

ხობის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

საბერძნეთში ბავშვებით ვაჭრობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საქართველოში 17 ათასი მონაა

ინდოეთში დედა ტერეზას საქველმოქმედო დაწესებულებას ბავშვებით ვაჭრობაში ადანაშაულებენ

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker