Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

არასამთავრობო სექტორმა მარნეულის გენდერული თანასწორობის საბჭოს რეკომენდაციები წარუდგინა

კატეგორია: გენდერული პოლიტიკა 
2018-05-31

მარნეულის გენდერული თანასწორობის საბჭოს რიგით მეორე სხდომა გაიმართა. სხდომის მიზანს საბჭოს სამოქმედო გეგმის შემუშავება წარმოადგენდა.

მარნეულში მომუშავე არასამთავრობო სექტორისა და სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა გენდერული თანასწორობის საბჭოს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და რეკომენდაციები წარუდგინეს.

 

სახალხო დამცველის რეგიონულმა წარმომადგენელმა ქვემო-ქართლში მარიამ გვიდიანმა საბჭოს სახალხო დამცველის რეკომენდაციები გაუზიარა.

 

მარიამ გვიდიანმა ასეევე თქვა, რომ სახალხო დამცველი გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომების მონიტორინგსაც ატარებს და იმედს გამოთქვამს, რომ საბჭო მათ რეკომენდაციებს გაითვალისწინებს და სამოქმედო გეგმაში ასახავს.

 

საკუთარი ხედვა და რეკომენდაციები ასევე წარადგინა „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“ პორექტის ქვემო-ქართლის კოორდინატორმა სამირა ბაირამოვამ. მისი თქმით ქალთა ჩართულობის გაძლიერებისა და ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენციის ერთ-ერთი გზა სოფლებში ცოცხალი ცხოვრების განვითარებაა.

 

მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოების თავმჯდომარე ოლგა ენდელაძემ გენდერული თანასწორობის საბჭოს სამოქმედო გეგმაში „სამოქალაქო ბიუჯეტის“ პროექტის როლი განიხილა. მისი თქმით „სამოქალაქო ბიუჯეტი“ ერთ-ერთი სამოქალაქო ჩართულობის მექანიზმია, რომელიც მარნეულში უკვე დანერგილია.


ოლგა ენდელაძემ საბჭოს სხდომაზე „სამოქალაქო ბიუჯეტის“ საკითხთან ერთად რეფერალული მექანიზმის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით რეფერალის მექანიზმი ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენციის ერთ-ერთი მექანიზმია და მარნეულის მუნიციპალიტეტი ამ პროცესში აუცილებლად უნდა იყოს ჩართული.


 

შეხვედრას ესწრებოდა მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ამასთნავე გენდერული საბჭოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ნავერიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველი გენდერულ საკითხებში ია ესებუა, სახალხო დამცველის წარმომადგენელი ქვემო ქართლში მარიამ გვიდიანი, არასამთავრობი სექტორის წარმომადგენელბი და სხვა დაინტერესებული პირები.

 

აღსანიშნავია, რომ სხდომაზე მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი საბჭოს წევრი გახდა.

 

 

წყარო 

ტეგები: მარნეული გენდერული თანასწორობის საბჭო

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

სამუშაო შეხვედრა ზუგდიდში მომუშავე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან

საკონსულტაციო შეხვედრა მარნეულის არასამთავრობო ორგანიზაციებთან

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ასპინძის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს

ხობის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

საბერძნეთში ბავშვებით ვაჭრობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საქართველოში 17 ათასი მონაა

ინდოეთში დედა ტერეზას საქველმოქმედო დაწესებულებას ბავშვებით ვაჭრობაში ადანაშაულებენ

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker