Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

მეათეკლასელმა გოგოებმა უნივერსალური შუქნიშანი შექმნეს

კატეგორია: ეს საინტერესოა 
2018-05-29

მეათეკლასელმა გოგოებმა - ჯული მუხაძემ, მარიამ ბარიაშვილმა და ნინო ბულბულაშვილმა ქალაქში საცობებთან და მანქანის გამონაბოლქვთან დაკავშირებული მდგომარეობის გამოსასწორებლად პროექტი “უნივერსალური შუქნიშანი” შექმნეს. ინფორმაციას Navigator-ი ავრცელებს.

 

ისინი სკოლამდე მისასვლელად დიდ დროს საცობებში ატარებენ, ამიტომაც გოგონებმა გადაწყვიტეს თავად ეზრუნათ მდგომარეობის გამოსწორებაზე.

 

პროექტის აღწერილობის მიხედვით, შუქნიშანს ნებისმიერ დროს შეუძლია გზებზე არსებული ახალი რეჟიმის შესახებ ინფორმაციის ათვისება და დამუშავება. მოწყობილობას აქვს ხელის მართვის რეჟიმი, რომლითაც პატრულს შესაძლებლობას აძლევს, საჭიროების მიხედვით, შეცვალოს შუქნიშნის ფერი.

 

 

ამასთან, "უნივერსალური შუქნიშანი" კითხვა-პასუხისთვისაც მზად არის. მას შეუძლია უპასუხოს მძღოლის შეტყობინებას და მიაწოდოს ინფორმაცია, თუ რა მდგომარეობაა ამა თუ იმ გზაზე მოძრაობის მხრივ: საცობია, გზა თავისუფალია თუ ავარიული სიტუაციაა.

 

“პირველი კონკურსი იყო ჩვენთვის, გამარჯვების იმედი გვქონდა. მნიშვნელოვანიგამოცდილება მივიღეთ და  სხვადასხვა კონკურსში მონაწილეობას უკვე ვგეგმავთ.” –განაცხადა ანინო ბულბულაშვილი.

 

გოგოები აგვისტოში, ამერიკის საელჩოს დაფინანსებით, გოგონათა საერთაშორისო ბანაკში (WiSci) მიიღებენ მონაწილეობას.

 

 

წყარო 

ტეგები: შუქნიშანი საცობები

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

სამუშაო შეხვედრა ზუგდიდში მომუშავე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან

საკონსულტაციო შეხვედრა მარნეულის არასამთავრობო ორგანიზაციებთან

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ასპინძის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს

ხობის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

საბერძნეთში ბავშვებით ვაჭრობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საქართველოში 17 ათასი მონაა

ინდოეთში დედა ტერეზას საქველმოქმედო დაწესებულებას ბავშვებით ვაჭრობაში ადანაშაულებენ

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker