Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

როგორ შეიცვალა რევოლუციის შემდეგ გენდერული პოლიტიკა სომხეთში?

კატეგორია: გენდერი კავკასიაში 
2018-05-23

პირველად დამოუკიდებელი ქვეყნის ისტორიაში, სომხეთში ახალი მინისტრთა კაბინეტის ფიცის დადების ცერემონია გაიმართა.

 

ახალი მინისტრთა კაბინეტის უმრავლესობა ახალგაზრდა კადრებით არის დაკომპლექტებული, ფაშინიანის თანამოაზროვნეებით, რომლებიც წარმოადგენენ პარტია „სამოქალაქო ხელშეკრულებას“ და პოლიტიკურ ბლოკ „ელკს“. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მთავრობის შეცვლის პროცესში ისინი აქტიურად უჭერდნენ მხარს პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს.

 

მინისტრთა კაბინეტი 17 წევრისგან შედგება, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მათ შორის მხოლოდ ორი ქალია - შრომის და სოციალური საკითხების მინისტრი მანე ტანდილიანი და კულტურის მინისტრი ლილიტ მაკუნცი.

 

 

ერთ-ერთ გამოსვლაში ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ის უზრუნველყოფს ქალთა სათანადო წარმომადგენლობას ხელისუფლებაში. მან აღიარა, რომ ქალებმა "მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს"  სომხეთის "ხავერდოვან რევოლუციაში", რასაც მოჰყვა სერჟ სარგსიანის გადადგომა და რესპუბლიკური პარტიის "ეპოქის" დასასრული.

 

"ჩვენ უნდა შევქმნათ თანაბარი შესაძლებლობები ყველა ქალისთვის, ვისაც სურს მონაწილეობა მიიღოს ახალი სომხეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში", - განაცხადა მაშინ ფაშინიანმა.

 

საზოგადოების ნაწილმა ეს გამოსვლა ისტორიულ მოვლენად აღითქვა. პირველად სომხეთის ისტორიაში პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ქალებმა გადამწყვეტი როლი ითამაშეს ქვეყნის მომავალ განვითარებაში.

 

თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ ფაშინიანმა უარი თქვა თავის სიტყვებზე და განაცხადა, რომ მის კაბინეტში რამდენიმე ქალი- პოლიტიკოსი იქნება, რაც სხვადასხვა პარტიებთან შეთანხმების შედეგი გახდა და ახალ მთავრობაში პოზიციების გადანაწილებას უკავშირდებოდა.

 

2017 წლის მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის გენდერული თანასწორობის ინდექსის მიხედვით, სომხეთს 144 ქვეყნიდან 97-ე ადგილი უკავია. ქალთა საკითხი არ განიხილება სერიოზულ საზოგადოებრივ პრობლემად და უთანასწორობისა და პატრიარქალური სისტემის წინააღმდეგ ბრძოლად.

 

სომეხი ქალები უმნიშვნელოდ არიან წარმოდგენილი ქვეყნის პარლამენტშიც (17%), ანუ 105 დეპუტატიდან მხოლოდ 18 ქალია. ქვეყანაში არ არის არც ერთი ქალი გუბერნატორი და მერი.

 

ქალთა უფლებადამცველები და აქტივისტები, რომლებმაც საპროტესტო აქციების დროს გადამწყვეტი როლი ითამაშეს ხელისუფლების შეცვლის პროცესში, აცხადებენ, რომ იმედგაცრუებულნი არიან იმით, თუ როგორ ვითარდება მოვლენები გენდერული პოლიტიკის განხორციელების კუთხით. მიუხედავად ამისა, დღეს სომხეთი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების წინაშე დგას, რომელსაც შეუძლია რადიკალურად შეცვალოს არსებული მდგომარეობა და უფრო მეტი ქალი- ლიდერი გამოაჩინოს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.

 

ტეგები: სომხეთი გენდერული პოლიტიკა რევოლუცია

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

სამუშაო შეხვედრა ზუგდიდში მომუშავე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან

საკონსულტაციო შეხვედრა მარნეულის არასამთავრობო ორგანიზაციებთან

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ასპინძის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს

ხობის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

საბერძნეთში ბავშვებით ვაჭრობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საქართველოში 17 ათასი მონაა

ინდოეთში დედა ტერეზას საქველმოქმედო დაწესებულებას ბავშვებით ვაჭრობაში ადანაშაულებენ

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker