Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Женщины могут, женщины действуют, женщины меняют!

Ge

En

Ru

საკონსულტაციო შეხვედრა მარნეულის არასამთავრობო ორგანიზაციებთან

Категория: Анонсы 
2018-05-18

21 მაისს, 14:00 საათზე, მარნეულში, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით საქართველოს აზერბაიჯანელთა კონგრესის ოფისში გაიმართება საკონსულტაციო შეხვედრა მარნეულის არასამთავრობო ორგანიზაციებთან. შეხვედრის მიზანს წარმოადგენს სამოქალაქო სექტორის ჩართულობის გაზრდა გენდერული პოლიტიკის ლოკალიზაციის პროცესში.

 

შეხვედრაზე მარნეულის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ქალთა საინფორმაციო ცენტრის ექსპერტებთან ერთად იმსჯელებენ  მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებზე, გამოკვეთენ საჭიროებებს, რომელიც აისახება მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმაში.

 

სამოქალაქო სექტორის ჩართულობა მნიშვნელოვან პროცესს წარმოადგენს, რათა ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე შემუშავდეს ქალთა საჭიროებებზე მორგებული გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა.

 

შეხვედრა ღიაა ყველა დაინტერესებული პირისთვის!

 

შეხვედრის ადგილი: მარნეული, სოლოღაშვილის #3


 

***

 

ქალთა საინფორმაციო ცენტრი რამდენიმე წელია მუშაობს გენდერული პოლიტიკის გაძლიერებისა და ადგილობრივ დონეზე გენდერული ინსტიტუციური მექანიზმების ჩამოყალიბების კუთხით.

 

2016 წლის აპრილში საქართველოს პარლამენტმა მიიღო „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები, რომელიც ქალთა საინფორმაციო ცენტრისა და სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავდა. ცვლილებათა პაკეტი ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმის შექმნას გულისხმობს.

 

პროექტის შესახებ

 

ქალთა საინფორმაციო ცენტრი ახორციელებს პროექტს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ხელშეწყობით, სამხრეთ კავკასიის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში.  
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს გენდერული თანასწორობის პოლიტიკის ლოკალიზაციას ადგილობრივ დონეზე.

 

Предыдущая страница 

Webmaster

 

Анонсы

Фонд Молодых Феминисток объявил запуск 4-го конкурса грантов

Насилие в отношении женщин это преступление - остановим!

Омбудсмен Грузии объявил конкурс "Журналисты за права женщин"

 

Видеоархив

Отношение молодежи к вопросам гендерного равенства

 

Гендерная политика

Канцлером Австрии впервые станет женщина

Испания избрала самый гендерно-сбалансированный Парламент в Европе

Мэром Чикаго впервые стала чернокожая женщина

 

Фотоархив

Официальный визит шведских политиков

 

Треффикинг

Принудительный труд - самая распространенная форма рабства в Европе

Торговля людьми процветает во всех без исключения странах и регионах

Монахинь ордена матери Терезы в Индии заподозрили в торговле детьми

 

Горячая линия

Тел.: 116 006

Горячая линия для жертв домашнего насилия

Тел.: 2 100 229

Горячая линия для жертв торговли людьми

Тел.: 2 26 16 27

Горячая линия Национальной сети против насилия (НПО)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker