Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

გორში პედაგოგებისა და მშობლებისთვის გენდერის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრები ტარდება

კატეგორია: გენდერი კავკასიაში 
2018-05-18

გორში, სკოლა "თამარიონში" მოეწყო საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც პედაგოგები და მშობლები დაესწრნენ. 17 მაისის შეხვედრაზე საუბარი იყო გენდერზე, სქესზე და სექსიზმზე. ამის შესახებ ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.

 

კამპანიის ფარგლებში, მომხსენებლად ქალთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ელენე რუსეცკი იყო მიწვეული, რომელმაც გენდერული თანასწორობასა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ის ფიქრობს, რომ საზოგადოების ჰუმანური მიდგომების ფორმირებაში, საინფორმაციო კამპანიებს გადამწყვეტი როლი აკისრია.

 

საინფორმაციო შეხვედრა ,,ქალთა ფონდის“ დაფინანსებით და "კარალეთის ქალთა სოლიდარობის ცენტრის" ორგანიზებით გაიმართა.

 

ცენტრის წარმომადგენლის, მარიამ თედლიაშვილის თქმით, ამ საკითხზე ტრენინგები წლის ბოლომდეა დაგეგმილი, სემინარებს კი, კვალიფიციური სპეციალისტები გამართავენ. ივნისში შეხვედრები ოჯახში ძალადობასა და ფემიციდზე ჩატარდება, ხოლო აგვისტოში, სექტემბერსა და ნოემბერში სატრენინგო კურსები სექსუალური შევიწროვების თემას დაეთმობა.

 

პროექტის ბენეფიციარები დევნილი ქალებიც არიან, რომლებთანაც შეხვედრა მომდევნო თვეს იგეგმება. პროექტი ნოემბერში დასრულდება.

 

 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

სამუშაო შეხვედრა ზუგდიდში მომუშავე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან

საკონსულტაციო შეხვედრა მარნეულის არასამთავრობო ორგანიზაციებთან

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ასპინძის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს

ხობის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

საბერძნეთში ბავშვებით ვაჭრობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საქართველოში 17 ათასი მონაა

ინდოეთში დედა ტერეზას საქველმოქმედო დაწესებულებას ბავშვებით ვაჭრობაში ადანაშაულებენ

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker