Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Женщины могут, женщины действуют, женщины меняют!

Ge

En

Ru

ქალთა მიწები: როგორ ცხოვრობენ დღეს ფემინისტური კომუნები

Категория: Интересное 
2018-04-27

მე -20 საუკუნის ბოლოს დასავლეთში ფემინისტებმა სეპარატიზმის თეორიისა და პრაქტიკის აქტიური განვითარება დაიწყეს. მათ მიაჩნდათ, რომ პატრიარქატისგან განთავისუფლების ერთადერთი გზა არსებული პოლიტიკური სისტემისა და მასობრივი კულტურისაგან განცალკევებაა. ისინი თვლიდნენ, რომ უნდა განთავისუფლებულიყვნენ ოჯახური ურთიერთობებისგან და შეეზღუდათ კომუნიკაცია როგორც კაცებთან, ასევე ქალებთან, რომლებიც მხარს უჭერენ მსოფლიო პატრიარქალურ სისტემას. სეპარატიზმი მოიცავდა ასევე ტელევიზორის ყურების, სექსისტური ლიტერატურის კითხვისა და მამაკაცებთან სქესობრივი ურთიერთობის შეწყვეტას, ფინანსურ დამოუკიდებლობასა და ცალკე საცხოვრებელში გადასვლას.

 

პირველი ორგანიზაცია, რომელმაც პატრიარქატისგან შეგნებული განცალკევება გამოაცხადა, იყო 1968 წელს დაარსებული ბოსტონის "Cell 16". ჯგუფის ლიდერმა როქსანა დანბარმა ურჩია ქალებს დაივიწყონ მაკიაჟი, მოდა და, ზოგადად, "თვითგამოხატვის არაჯანსაღი პრაქტიკა“, შეცვალონ სახელი და ისწავლონ თავდაცვა, სასურველია კარატეს ილეთები. ასევე, "Cell 16"-ის წევრებს ურჩევდნენ თავი შეეკავებინათ კაცებთან რომანტიკული და მეგობრული ურთიერთობებისგან.

 

 

 

სხვა ორგანიზაციები კიდევ უფრო შორს წავიდნენ და აცხადებდნენ, რომ პატრიარქატისგან გამიჯვნის ერთადერთი გზაა ლესბოსელობა, რადგან ჰეტეროსექსუალ და ბისექსუალ ქალებს შორის ყოველთვის არსებობს მაღალი რისკი იმისა, რომ  კაცების გავლენის ქვეშ მოექცნენ და მეგობრებს უღალატონ "ჰეტეროსექსუალური პრივილეგიების" გამო. ამ ლოგიკის თანახმად ლესბოსური ურთიერთობები იდეალური მოდელი იყო.

 

ლესბოსელებმა შექმნეს საკუთარი ორგანიზაციები და კაცებისგან სეპარაციის მიზნით  გადავიდნენ კომუნებში, სადაც მიუხედავად ორიენტაციისა კაცებს შესვლა ეკრძალებოდათ.

 

 

 

1971 წლის ზაფხულში ვაშინგტონში ჩამოყალიბდა ფემინისტ ლესბოსელების ორგანიზაცია  "ფურიები", რომელმაც საკუთარი კომუნა დააარსა. ეს იყო თორმეტი ახალგაზრდა ქალისა და სამი ბავშვისგან შემდგარი გაერთიანება, რომლის წევრები არა მხოლოდ საცხოვრებელს, არამედ შემოსავლებს, პირად ნივთებსა და ტანსაცმელს იყოფდნენ ერთმანეთში.

 

 

"ფურიები“ აცხადებდნენ, რომ ლესბოსელობა არ არის სექსუალური ორიენტაციის საკითხი, არამედ პოლიტიკური პოზიციაა, რომელიც ყველა ქალმა უნდა აირჩიოს, თუ მათ სურთ ბოლო მოუღონ პატრიარქატს.

 

ურბანული კომუნების შემდეგ, 1970-იანი წლების დასაწყისში, აშშ-ი "ქალთა მიწებიც" გამოჩნდა. სოფლის დასახლებები, რომელთა მაცხოვრებლები ცდილობდნენ არა მარტო პატრიარქატისგან, არამედ საბაზრო ეკონომიკისგან განთავისუფლებას. ლესბოსელები სოფელში გადავიდნენ, მოჰყავდათ ბოსტნეული, ხილი და მწვანილი, მუშაობდნენ და ითვისებდნენ კაცების ტრადიციულ უნარებს, როგორიცაა მანქანის რემონტი და მშენებლობა. სეპარატისტებმა ენის დონეზეც კი თქვეს უარი პატრიარქატზე. მაგალითად, სიტყვა "woman"-ს ნაცვლად ისინი «womyn», «womin» ან «wimmin» იყენებდნენ, რათა თავი დაეღწიათ ფესვისგან "man".

 

 

 

კომუნარები ყიდულობდნენ მიწებს ან სახლებს, ცხოვრობდნენ საკუთარი დანაზოგით, ყოფილი საცხოვრებლებისა და მიწის ნაკვეთზე მოყვანილი მოსავალის გაყიდვიდან მიღებული თანხებით. 1976 წელს ორეგონში "ქალთა მიწების" პირველი არამომგებიანი ფერმა Oregon Women's Land Trust ჩამოყალიბდა.

 

New York Times - ის ჟურნალისტების გათვლით, დღესაც აშშ-ი და კანადაში ჯერ კიდევ 1970 - 1980-იან წლებში შექმნილი 100-მდე ლესბოსეპარატისტური კომუნა არსებობს. მათი უმრავლესობის ადგილმდებარეობა უსაფრთხოების მიზნით გასაიდუმლოებულია.

 

 

დღეს, როგორც ოცდაათი წლის წინ, სოფლის კომუნებში მკაცრი წესები მოქმედებს. მაგალითად, კომუნების ტერიტორიაზე კაცების შესვლა აკრძალულია. სოფელ HOWL-ი ვერმონტში ათი წლის ბიჭებსაც კი არ ეძლევათ შესვლის უფლება. ლესბოსელების კომუნაში Alapine ალაბამაში ნახევრად ხუმრობით გაგზავნეს შეტყობინება: "კაცია ჩვენს მიწაზე", როდესაც ერთ-ერთ მკვიდრთან ჩამოვიდა ქალიშვილი თავის 6 თვის ვაჟთან.

 

ადრე დახურული კომუნები დღეს თანამედროვე ცხოვრებასთან ადაპტირებას ცდილობენ: ხალხის მოზიდვის მიზნით ისინი ატარებენ ფასიან ღონისძიებებს და ქალი ტურისტებისთვის აღებენ კარებს. როგორც აცხადებს Sister Spirit- ის ერთ-ერთი წევრი - "ფემინისტური უტოპია მშვენიერია, მაგრამ ჩვენ არ გადავრჩებოდით, თუ მხოლოდ ლესბოსეპარატისტებს მივიღებდით ჩვენს რიგებში".

 

 

ქალთა კომუნები ჩრდილოეთ ამერიკის ფარგლებს გარეთ არცთუ ისე მრავალრიცხოვანია. მათ წევრებს არ უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა და სტუმრების მიღება, მაგრამ გამონაკლისებიც არსებობს. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქალთა დასახლება უმოჯაა კენიაში, რომელიც 1990 წელს დაარსა 15 ქალმა სამბურუს ტომიდან.

 

 

დღეს სოფელში 48 ქალი და 200-მდე ბავშვი ცხოვრობს. აქ კაცების ადგილი არ არის. სოფელი მოძალადე კაცებისგან დაღლილმა ქალებმა ააშენეს. გაუპატიურების მსხვერპლი, სახლიდან გამოგდებული ქალები ამ სოფელში ერთად ცხოვრობენ. დღეს უმოჯა აღიარებულია, როგორც ქალთა მიმართ ძალადობისაგან თავისუფალი ადგილი.

 

სოფლის წესები ძალიან მარტივია. აქ ცხოვრებისათვის ქალები განქორწინებულები უნდა იყვნენ. სოფელში ცხოვრება შეუძლიად ქალებს შვილებთან ერთად, მიუხედავად მათი სქესისა. მაგრამ როდესაც ვაჟები 16 წლის ხდებიან, ისინი იძულებულები არიან დატოვონ ოცნების სოფელი, რომ სამსახური იპოვონ, ან სწავლას მიხედონ. გათხოვების შემთხვევაში გოგონებიც კი ტოვებენ სოფელს.

 

 

ქალების ძირითადი შემოსავლის წყარო ტურიზმი და სოფლის მეურნეობაა. ქალები ასევე ტრადიციულ სამკაულებს, კაბებს  და სუვენირებს ყიდიან. ყველა ქალს შემოსავლის 90%-ის დატოვების უფლება აქვს. 10% კი სოფლის საერთო ბიუჯეტში მიდის. გადაწყეტილებები ყოველთვის ერთხმად მიიღება.

 

დღეს ლეგენდარული Cell 16 -ის დამფუძნებელი როქსანა დანბარი აღიარებს, რომ მისი იდეები ფემინისტური ესკაპიზმის შესახებ, როგორც "პატრიარქატის მკვლელის", 46 წლის განმავლობაში არ გამართლდა. "კომუნებმა ფემინისტურ მოძრაობას ენერგია გამოაცალეს ", - ამბობს მკვლევარი. "ისინი, ვინც იქ საცხოვრებლად გადავიდა, უბრალოდ საზოგადოებას გამოეყვნენ და მათ არ გამოუწვევიათ რაიმე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებები."

 

 

 

დანბარი ასევე აღნიშნავს, რომ კომუნებში მცხოვრები ადამიანებისგან დანაზოგის ან პასიური შემოსავლის წყაროს ქონას მოითხოვდა, რაც ყველა ქალს არ გააჩნდა, ამიტომ აშშ-ში ლესბოსეპარატისტული მოძრაობა ელიტისტური გახდა.
სრული გამიჯვნა ჯერ კიდევ იდეალურ გადაწყვეტილებად მიაჩნია ბევრ რადიკალურ ფემინისტს, თუნცა ისინიც აღიარებენ, რომ ეს ვარიანტი ყველასთვის არ არის მისაღები. როგორც კომუნების ლიდერები აღნიშნავენ, ქალები პირველ რიგში პატრიარქალურ ცნობიერებას უნდა შეებრძოლონ, კაცებისგან სეპარაცია კი მხოლოდ იმ სფეროებში უნდა მოხდეს, სადაც ეს ნაკლებად მავნე იქნება თვითონ ქალებისთვის.

 

 

Предыдущая страница 

Webmaster

 

Анонсы

Фонд Молодых Феминисток объявил запуск 4-го конкурса грантов

Насилие в отношении женщин это преступление - остановим!

Омбудсмен Грузии объявил конкурс "Журналисты за права женщин"

 

Видеоархив

Отношение молодежи к вопросам гендерного равенства

 

Гендерная политика

Правительство Бельгии впервые возглавила женщина

Впервые главой столицы Колумбии избрана женщина

Канцлером Австрии впервые станет женщина

 

Фотоархив

Официальный визит шведских политиков

 

Треффикинг

В рабство через интернет. Как продают и покупают домработниц в Кувейте

Принудительный труд - самая распространенная форма рабства в Европе

Торговля людьми процветает во всех без исключения странах и регионах

 

Горячая линия

Тел.: 116 006

Горячая линия для жертв домашнего насилия

Тел.: 2 100 229

Горячая линия для жертв торговли людьми

Тел.: 2 26 16 27

Горячая линия Национальной сети против насилия (НПО)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker