Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

კონსტანს კოპი- პირველი ქალი აშშ-ი, რომელსაც შეეძლო იარაღის და პოლიციელის სამკერდის ტარება

Category: It`s interesting to know 
2018-04-26

დღესაც მთელს მსოფლიოში პოლიციაში მუშაობა კაცების „პრეროგატივათ“ რჩება. მაგალითად აშშ-ს იუსტიციის ბიუროს მონაცემებით, ქვეყნის პოლიციელების მხოლოდ 20%-ია ქალი.

 

მე -20 საუკუნის დასაწყისში კი, იდეა, რომ ქალებს სამართალდამცავ ორგანოებში ემსახურათ და ოპერაციებში  მიეღოთ მონაწილეობა იყო წარმოუდგენელი.

 

 

 

 

 

 

 

 

კონსტანს კოპი 1878 წელს, ბრუკლინში, ავსტრიისა და ჩეხი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა. ის არა მხოლოდ წარმატებით ცდილობდა  დამკვიდრებას პოლიციელის პროფესიაში, არამედ არ ეშინობა კრიმინალების წინააღმდეგ გამოსულიყო.

 

 

 

მიუხედავად იმისა, რომ 1914 წელს აშშ-ი სექსიზმი მძვინვარებდა და ქალებს უმეტესი თანამედროვე უფლებებიც კი არ ჰქონდა, კოპმა  შეძლო რევოლუციის განხორციელება და გახდა  პირველი ქალი, რომელსაც შეეძლო იარაღის და პოლიციელის სამკერდის ტარება.

 

 

 

ინფორმაციის თანახმად კონსტანსი ცდილობდა მედდა, შემდეგ კი ადვოკატი გამხდარიყო. თუმცა მშობლები ამის საშუალებას არ აძლევდნენ. ის თავისუფლად საუბრობდა ფრანგულ და გერმანულ ენებზე. ერთხელ მან განაცხადა, რომ მას არ სურს დაქორწინება, რადგან არ უნდა მხოლოდ დიასახლისობა. "ზოგიერთ ქალ ურჩევნია გახდეს დიასახლისი, იზრუნოს სახლზე, ბავშვებზე და მათ ეს მოსწონს. ეს მათი უფლებაა. სხვებს კი საკუთარი ბიზნესის წამოწყება ურჩევნია. ქალს უნდა ჰქონდეს უფლება აკეთოს ის რაც სურს, თუ მას შეუძლია ამის გაკეთება. "- აცხადებდა კონსტანსი.

 

 

კონსტანსის სიცოცხლე შეუქცევადად შეიცვალა ერთი ინციდენტის შემდეგ, როდესაც მის ბაგის ჰენრი კაუფმანის მანქანა შეეჯახა. კაუფმანი ადგილობრივი მრეწველი და ქარხნის მეპატრონე იყო ნიუ-ჯერსიში. მან უარი თქვა ავარიის შედეგად მიღებული ზიანის ანაზღაურებაზე, დაემუქრა კოპს მოკვლით და ერთი წლის განმავლობაში ატერორებდა მას.

 

კონსტანსმა მიმართა ადგილობრივ შერიფს და კაუფმანის წინააღმდეს სასამართლოში სარჩელი შეიტანა. საბოლოოდ კაუფმანი იძულებული გახდა გადაეხადა ჯარიმა ათასი დოლარის ოდენობით. მას ასევე პატიმრობით დაემუქრენ, თუ ის კვლავ დააშინებდა ქალს. შერიფზე იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა კონსტანსის სიმამაცემ, რომ პოლიციაში მუშაობა შესთავაზა.

 

კოპმა სწრაფად დაიმკვიდრა კარგი პოლიციელის სახელი და შერიფის მოადგილეც კი გახდა. მან მონაწილეობა მიიღო ბევრ მნიშვნელოვან ოპერაციაში. მიუხედავად ამისა, ორი წლის შემდეგ ის წავიდა პოლიციიდან.

 

კონსტანს კოპის ისტორია დავიწყებული იქნებოდა, თუ არა მწერალი ემი სტიუარტი, რომელმაც  ამ არაჩვეულებრივ ქალზე ისტორიული რომანების სერია გამოსცა.

 


Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Austria gets first woman chancellor after video scandal

Spain's parliament leads Europe in gender-equality despite rise of far right

Modi's party promises 33 pct reservation for women in India's parliament

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker