Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Женщины могут, женщины действуют, женщины меняют!

Ge

En

Ru

ქალები, რომლებიც ყველაფრისთვის მზად არიან: ლეგენდარული ქალი პილოტების ისტორიები

Категория: Интересное 
2018-04-23

ქალები ავიაციაში საუკუნეზე მეტია მოღვაწეობენ. ისტორიამ უამრავი, საოცარი ქალი- მფრინავის სახელი შემოგვინახა. ქალების, რომლებიც ქმნიდნენ ავიაციას, მის განვითარებაში მონაწილეობდნენ და ისტირიაში გმირების სახელით შევიდნენ.   

 

 

მ დღეების ერთ-ერთი გმირი ტემი შულცი გახდა - Southwest Airlines-ის ავიახაზების თვითმფრინავის პილოტი ქალი, რომელმაც ძრავის აფეთქების შემდეგ შეძლო ჰომალდი ერთი ძრავით დაესვა მიწაზე. პილოტი ქალის გმირობამ გადაარჩინა 149 მგზავრის ცხოვრება.

 

სამოქალაქო ავიაციაში მოსვლამდე შულცი საბრძოლო თვითმფრინავის პილოტი იყო.

 

 

მსოფლიოში ქალთა საავიაციო ისტორია პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე დაიწყო.

 

1906 წელს ამერიკელი ი.ლილიან ტოდი პირველი ქალი გახდა, რომელმაც დააპროექტა და ააგო თვითმფრინავი. 1909 წელს იგი ეცადა საკუთარი თვითმფრინავის მართვის უფლება მიეღო, თუმცა მისი მოთხოვნა უარყოფილი იქნა.

 

 

პირველი ქალი, რომელმაც თვითმფრინავი მართა ტერეზა პელტიერი გახლდათ. არავინ იცის კონკრეტული თარიღი, თუ როდის იფრინა მან პირველად.  ცნობილია, რომ ეს 1908 წელს მოხდა. თუმცა, მას მფრინავის ლიცენზია არ ჰქონია.

 

 

პირველი ქალი, რომელმაც ლიცენზია აიღო ფრანგი რაიმონდ დე ლაროშე იყო (1910 წ.).

 

 

 

 

მას მოყვნენ მელი ბისი (პირველი ლიცენზირებული პილოტი ქალი გერმანიაში), ჰარიეტ ქუიმბი (პირველი ლიცენზირებული მფრინავი ქალი ამერიკის შეერთებულ შტატებში.), ბელგიელი ჰელენ დიუტრიო (1910 წ.) და ერთი წლის შემდეგ, რუსი ლიდია ზვერევა. თუმცა ამ გმირი ქალების ბედი სრულიათ განსხვავდება ერთმანეთისგან.

 

დე ლაროშმა, ლიცენზიის მიღებიდან ხუთ თვეში, თვითმფრინავით ხეს შეეჯახა, შემდეგ კი ორი წლის მანძილზე მკურნალობას გადიოდა.

 

ირველი მსოფლიო ომის დროს ის ჯარში მძღოლად მსახურობდა, როდგან სამხედრო მეთაურები სკეპსისით უყურებდნენ ქალ მფრინავებს.

 

1919 წელს, პირველი მსოფლიო ომის დასრულებიდან ერთი წლის შემდეგ, დე ლაროში  ავიაკატასტროფაში გარდაიცვალა.

 

 

მფრინავის ლიცენზია ჰელენ დიუტრიომ თავის მშობლიურ ბელგიაში მიიღო, ხოლო ერთი წლის შემდეგ ქალმა პილოტმა ფრენის ხანგრძლივობაში რეკორდი დაამყარა.

 

 

პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე დიუტრიო, როგორც პირველი ქალი პილოტი, საფრანგეთის ლეგიონის ღირსების ორდენის მფლობელი, ხოლო ომის შემდგომ საფრანგეთის აეროკლუბის ქალთა სექციის ვიცე-პრეზიდენტი გახდა.

 

ლიდია ზვერევამ პირველმა შეასრულა თვითფრინავში გამორთული ძრავით ილეთების სერია ჰაერში.  1913 წელს კი რიგაში თვითმფრინავების სარემონტო სახელოსნო გახსნა.

 

 

 

ომის დაწყებისთანავე ლიდია პეტროგრადში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც 26 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

 

ერთ-ერთი ყველაზე საოცარი ბიოგრაფია საბიჰა გოკჩენს ეკუთვნის -  თურქეთის პირველ ქალ პილოტს. ის ბურსაში, ღარიბ ოჯახში დაიბადა. 12 წლის ასაკში საბიჰა იშვილა ქვეყნის პირველმა პრეზიდენტმა - რეფორმატორმა მუსტაფა ქემალმა, რომელიც ათათურქის სახელით არის ცნობილი.

 

1935 წელს გოგონა ფრენის სკოლაში შევიდა და ორი წლის შემდეგ გახდა ქვეყნის პირველი ქალი, რომელიც გამანადგურებლის პილოტი გახდა.

 

 

მოგვიანებით ის, როგორც მწრთვნელი თურქეთის საჰაერო ნავიგაციის ასოციაციაში ფრენის სკოლაში მუშაობდა და განაგრძობდა მთელს მსოფლიოში ფრენებს.
საბიჰა გოკჩენის საპატივცემლოდ, სტამბულის ერთ-ერთი უდიდესი აეროპორტია დასახელებული-საბიჰა გიოქჩენის საერთაშორისო აეროპორტი (İstanbul Sabiha Gökçen Havalimanı).

 

 

ამერიკელმა ამელია ერჰარტმა ფრენა 1921 წელს დაიწყო და ომის შემდგომ პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქალი პილოტი გახდა.
მსოფლიო აღიარება მას 1928 წლის ტრანსატლანტიკურმა გადაფრენამ მოუტანა. მაშინ მის თვითფრინავში რიგი მოწყობილობები წყობრიდან გამოვიდა,თუმცა პილოტმა მაიც შეძლო დაშვება. 1930-იან წლებში ერჰარტმა კიდევ რამდენჯერმე გადაუფრინა ოკეანეს.

 

 

1937 წელს მსოფლიოს გარშემო ფრენის დროს, ამელია ერჰარტი შტურმანთან ფრედ ნუნანთან ერთად გაუჩინარდა და ის გარდაცვლილად გამოაცხადეს.
თუმცა, აშშ-ი აღმოჩენილი გრიფით საიდუმლო ფოტომ შესაძლოა სრულიად შეცვალოს
ამერიკელი პილოტი ქალის ისტორია. ფოტო 80 წლის შემდეგ შემთხვევით აღმოაჩინეს. ის კი 1943 წელს არის მარშალის კუნძულებზე გადაღებული, რომლებიც იაპონიას ემორჩილებოდა და ამიტომ მასზე ამერიკელებს წვდომა არ ჰქონდათ. ფოტოზე ჩანს ქალი და მამაკაცი, რომლებიც სავარაუდოდ ემილია და ფრედი არიან.

 

საქართველოში მფრინავი ქალები ავიაციის განვითარების პირველ ეტაპზევე გამოჩნდნენ. ირინე ოსანიძე მფრინავის პროფესიას 18 წლის ასაკში დაეუფლა. 1941-45 წლებში იგი ბომბდამშენების ავიპოლკში მუშაობდა. შემდეგ დაფრინავდა ეკიპაჟის მეთაურად სხვადასხვა ტიპის თვითმფრინავებზე.

 

თამარ მელაშვილი 18 წელი დაფრინავდა სამოქალაქო ავიაციის ტრასებზე და ათი ათასი უსაფრთხო ფრენა-საათი აქვს შესრულებული. საქართველოში რეაქტიული სამგზავრო თვითმფრინავების მიღებისას სწორედ ის ხელმძღვანემობდა მოძრაობის სამსახურს. ქართველი მფრინავი მარია კულკინა ომის დროს გამანადგურებლებზე მუშაობდა, სადაც ის გმირულად დაიღუპა.

 

 

 

ასევე პირველი მფრინავი ქალი სამეგრელოდან, რუსუდან ჟორდანია, რომელიც მფრინავი 1935 წელს გახდა და მას შემდეგ მან ჰაერში 5500 საათი გაატარა.

 

Тэги: ქალი მფრინავი

Предыдущая страница 

Webmaster

 

Анонсы

Фонд Молодых Феминисток объявил запуск 4-го конкурса грантов

Насилие в отношении женщин это преступление - остановим!

Омбудсмен Грузии объявил конкурс "Журналисты за права женщин"

 

Видеоархив

Отношение молодежи к вопросам гендерного равенства

 

Гендерная политика

Правительство Бельгии впервые возглавила женщина

Впервые главой столицы Колумбии избрана женщина

Канцлером Австрии впервые станет женщина

 

Фотоархив

Официальный визит шведских политиков

 

Треффикинг

В рабство через интернет. Как продают и покупают домработниц в Кувейте

Принудительный труд - самая распространенная форма рабства в Европе

Торговля людьми процветает во всех без исключения странах и регионах

 

Горячая линия

Тел.: 116 006

Горячая линия для жертв домашнего насилия

Тел.: 2 100 229

Горячая линия для жертв торговли людьми

Тел.: 2 26 16 27

Горячая линия Национальной сети против насилия (НПО)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker