Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

გენდერული თანასწორობის ფორუმი სტოკჰოლმში

კატეგორია: ექსკლუზივი 
2018-04-16

15-17 აპრილს სტოკჰოლმში, მიმდინარეობს გენდერული თანასწორობის ფორუმი, რომლის მონაწილეები არიან სამოქალაქო საზოგადოების, მთავრობის, კერძო სექტორისა და აკადემიური წრეების 700- მდე წარმომადგენელი, მსოფლიოს 100 სხვადასხვა ქვეყნიდან.

 

ფორუმი ეძღვნება გაეროს გლობალური მიზნების ერთობლივ გამოყენების საკითხებს.

 

ფორუმზე განიხილავენ ქალთა და გოგონების უფლებებთან, მათ წარმომადგენლობასა და რესურსებთან ხელმისაწვდომობის საკითხებს და გადაწყვეტილებებს. მონაწილეები გაუზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას და გააძლიერებენ დიალოგს, კონკრეტული შედეგების მისაღწევად გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების მიზნით. შვედეთის წარმომადგენლები ფორუმის მონაწილეებს გაუზიარებენ გამოცდილებას ფემინისტური საგარეო პოლიტიკის ფარგლებში.


 

 

"განსაკუთრებით მივესალმებით ყველა იმ კაცს, რომელიც კონფერენციაზე ჩამოვიდა, როდგან მისი თემა არ არის მხოლოთ ქალთა საკითხები. გენდერული თანასწორობა-ეს არის მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხები"- განაცხადა ფორუმზე შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგოტ ვალსტრომმა.

 

 

 

"მოდით ვიმუშაოთ ერთად, გამბედაობით და მოთმინებით, რათა გავხადოთ მსოფლიო უფრო გენდერულად თანაბარი ", - განაცხადეს გამომსვლელებმა.

 

კონფერენციის მონაწილეები საქართველოდან არიან: ქალთა საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ელენე რუსეცკაია, პოლიტიკური რესურს ცენტრის ხელმძღვანელი ლიკა ნადარაია და ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის  დირექტორი ნატო შავლაყაძე.

 

ასევე ფორუმზე სიტყვით გამოვლენ საქართველოს პრემიერის თანაშემწე ადამიანის უფლებების და გენდერის საკითხებში სოფო ჯაფარიძე და რესპუბლიკური პარტიის ლიდერი-ხათუნა სამნიძე.

 

 

ფორუმს ორგანიზაციას უწევს შვედეთის მთავრობა ( საგარეო საქმეთა სამინისტრო), შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (SIDA), შვედეთის ინსტიტუტი და ფოლკე ბერნადოტეს აკადემია. 

ტეგები: ფორუმი გენდერული თანასწორობა სტოკჰოლმი

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

სამუშაო შეხვედრა ზუგდიდში მომუშავე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან

საკონსულტაციო შეხვედრა მარნეულის არასამთავრობო ორგანიზაციებთან

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ასპინძის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს

ხობის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

საბერძნეთში ბავშვებით ვაჭრობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საქართველოში 17 ათასი მონაა

ინდოეთში დედა ტერეზას საქველმოქმედო დაწესებულებას ბავშვებით ვაჭრობაში ადანაშაულებენ

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker