Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გენდერული პოლიტიკის საკითხებზე საქართველოს პარლამენტში შეხვედრა გამართა

კატეგორია: გენდერი კავკასიაში 
2018-04-12

საქართველოში ვიზიტით მყოფმა შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, იზაბელ დინგიზიანმა, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის (Task Force) წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის წევრებმა სტუმარს სამუშაო ჯგუფის საქმიანობა გააცნეს. საუბარი შეეხო გენდერული კვოტირების მექანიზმის შემოტანის თაობაზე, რამდენიმე კვირის წინ, პარლამენტში გამართული კანონპროექტის განხილვას, რომლის ავტორიც ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფია.

 

იზაბელ დინგიზიანმა სამუშაო ჯგუფის წევრებს ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდის კუთხით შვედეთის გამოცდილება გააცნო.

 

შეხვედრას შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი მარტინა ქუიქი ესწრებოდა.

 

„დიდი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის საქმიანობის გაცნობამ. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგი ქსელია ქალთა გასაძლიერებლად. მათ მკაფიო სამომავლო გეგმები აქვთ და რაც მთავარია, ცოდნა თუ როგორ მიაღწიონ წარმატებას და რაც მთავარია, აინტერესებთ ადგილობრივი ქალების და მათი პრობლემების გათვალისწინება“, - აღნიშნა შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, იზაბელ დინგიზიანმა შეხვედრის კომენტირებისას.

 

 

 

ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის (Task Force) წევრისა და ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტის (NDI) წარმომადგენელის, თეონა ყუფუნიას განცხადებით, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი გენდერული კვოტირების საკითხი იყო.

 

„სტუმარს გავაცანით ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფის მრავალწლიანი გამოცდილება. ვისაუბრეთ იმ პროცესზე, რაც გენდერული კვოტირების საკითხის მიღებას უკავშირდება და იმ გამოწვევებზე, რაც ამ კანონპროექტს რამდენიმე კვირის წინ პარლამენტში შეხვდა. იზაბელ დინგიზიანმა ამ მიმართულებით შვედეთში დაგროვილი გამოცდილება გაგვაცნო. შვედეთში კანონით არ არის განსაზღვრული გენდერული კვოტა, თუმცა სტუმარი გვესაუბრა იმის თაობაზე, თუ რა შეუძლიათ პოლიტიკურ პარტიებს გააკეთონ, რომ ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა დღის წესრიგში მოექცეს. ქალები ძალიან სერიოზულ და მნიშვნელოვან ელექტორალურ რესურს წარმოადგენენ შვედეთში პოლიტიკური პარტიებისთვის და იქ პარტიები პოლიტიკას ქალების გარეშე არ განიხილავენ“, - განაცხადა თეონა ყუფუნიამ.

 

შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე საქართველოში პარლამეტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მოწვევით იმყოფება და მას მასპინძლობას საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო უწევს.

 

წყარო 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ბარაკ ობამა: ქალები კაცებზე უკეთესი ლიდერები არიან

ბრიტანეთის ახლადარჩეულ პარლამენტში ქალი დეპუტატების რეკორდული რაოდენობა შევიდა

12 მინისტრი ქალი და 7 კაცი - ფინეთს ახალი მთავრობა ჰყავს

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker