Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

ევროპის საბჭო - საქართველოში შრომითი ექსპლუატაციის შემთხვევების რიცხვი გაიზარდა

Category: Trafficking 
2018-04-03

საქართველოში შრომითი ექსპლუატაციის შემთხვევების რიცხვი გაზრდილია, – ამის შესახებ  ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის  ევროპის საბჭოს ექსპერტთა ჯგუფის (GRETA) მიერ დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.

 

ანგარიშში საუბარია ევროპის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც შრომითი ექეპლუატაციის შემთხვევებსა და ტრეფიკინგზე.

 

კვლევის ავტორების თქმით, ბოლო წლებში ექსპლუატაციის შემთხვევათა რაოდენობამ, სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით ტრეფიკინგის შემთხვევებს გადააჭარბა. საქართველოს გარდა, ანალოგიური მდგომარეობაა ბელგიაში, კვიპროსში, პორტუგალიაში, სერბეთსა და დიდ ბრიტანეთში.

 

ანგარიშში აღნიშნულია, რომ შრომითი ექსპლუატაციის შემთხვევების რიცხვი ევროპის ყველა ქვეყანაში მატულობს.

 

„ჩვენი მონიტორინგი აჩვენებს, რომ ევროპაში სულ უფრო მეტი ადამიანი ხდება შრომითი ექსპლუატაციის მსხვერპლი. ადამიანებს ხშირად უჭირთ საუბარი ამ თემაზე, რადგან დეპორტაციის ან კრიმინალური ჯგუფების მხრიდან შურისძიების ეშინიათ“, – ამბობენ ანგარიშის ავტორები.

 

კვლევის თანახმად, ყველაზე ხშირად შრომით ექსპლუატაციას განიცდიან მამაკაცები, რომლებიც სოფლის მეურნეობის, ტურისტულ ან თევზჭერის სფეროში მუშაობენ. ქალ მსხვერპლთა უმეტესობა კერძო სახლებში მომვლელად მუშაობს და შრომით ექსპლუატაციასთან ერთად სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ხდება.

 

ანგარიშში აღნიშნულია, რომ რისკის ჯგუფს წარმოადგენენ მიგრანტები, რომლებიც დასაქმებას ინტერნეტით ან სოციალური ქსელებით ცდილობენ და კრიმინალური ჯგუფების ხელში ხვდებიან.

 

ანგარიშის ავტორები მოუწოდებენ ევროპის ქვეყნებს, გააუმჯობესონ ტრეფიკინგის შემთხვევათა მონიტორინგი და დამნაშავეები დასაჯონ. მთავრობებმა კი არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ბიზნესის წარმომადგენლებთან  ითანამშრომლონ, რათა საკითხის მოსაგვარებლად შესაბამისი რეგულაციები მიიღონ.

 

Tags: ანგარიში

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Finnish minister Sanna Marin, 34, to become world's youngest PM

Netherlands to force companies to have more women on boards

Bolivian Senate head assumes interim presidency; Morales' loyalists object

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker