Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

კაცები ბოდიშს იხდიან ზვიად დევდარინის მხარდაჭერისთვის

Category: It`s interesting to know 
2018-03-20

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გიორგი ონიანი და სიდას გამგეობის წევრი, PR-ის სპეციალისტი და ჯეპრას კონსულტანტი, კახა მაღრაძე ზვიად დევდარიანის გამო ბოდიშს იხდიან.

 

„მართლა შოკირებული და განადგურებული ვარ და მინდა ბოდიში მოგიხადოთ ყველას ვისაც რამენაირად შეეხო ჩემი წინა როგორც ირკვევა არაადექვატური პოსტები. სიტყვა ‘ვწუხვარ’ ბოლომდე ვერ გამოხატავს იმას რისი თქმაც მინდა. ვისთვისაც მეგობრობა და მეგობრის გვერდით დგომა მნიშვნელოვანია იმედია გამიგებთ რა მამოძრავებდა, მაგრამ კიდევ ერთხელ გულწრფელ ბოდიშს გიხდით ყველას ვისაც ეს შეგეხოთ.

ეხლა ამის დრო არ არის, მაგრამ ამ ყველაფრის გააზრებასთან ერთად გული მერევა მათზე ვინც იცოდა ეს ყველაფერი და სცადა ამის თავისი პირადი თუ მოპოლიტიკურო ღვარძლის ამონთხევის საშუალებად გამოყენება - ესეთ მომენტში და ესეთ საკითხზე ამისთვის რომ გცალიათ და ესე ბინძურად იყენებთ მხოლოდ თქვენს მორალურ სახეზე მეტყველებს.“– წერს თავის Facebook-ის გვერდზე გიორგი ონიანი.

 

 

 

 

 

 

 

 

ასევე ბოდიშს იხდის სიდას გამგეობის წევრი, PR-ის სპეციალისტი და ჯეპრას კონსულტანტი, კახა მაღრაძე.

 

ის ამბობს, რომ ქალების მიერ ძალადობაში დადანაშაულებული სიდას ხელმძღვანელის, ზვიად დევდარიანის დაცვისას შეცდა.

 

"არ მეგონა თუ აქ სერიოზული პოსტის დაწერა მომიწევდა, მაგრამ ყველაფერი ხდება თურმე. შევეცდები ამის შემდეგ ისევ ვიხალისო და ვილაზღანდარო, მაგრამ ამის თქმა მნიშვნელოვანი და აუცილებელია!
ვიღაცეებმა დაწერეს, რომ "ჯეპრა" ზვიად დევდარიანის ანტიკრიზისულ ჯგუფს მართავდა და კამპანიას აკეთებდა და ამასაც მინდა გამოვეხმაურო. "ჯეპრა" არაფერ შუაში იყო, მე ვედექი მას გვერდით ბოლომდე და ვცდილობდი, რომ მისი კარიერის დასასრული ნაკლებად დამანგრეველი ყოფილიყო მისთვის და ოჯახისთვის. მეგონა რომ კარგ საქმეს ვაკეთებდი, მაგრამ გუშინ, ალბათ ყველაზე ბოლოს, მეც გავიგე სიმართლე, რაც თან პირადად მე მეხებოდა...
ამიტომ, ბოდიშს გიხდით ყველას, ვისაც გაგაცანით, როგორც ჩემი მეგობარი და როგორც კარგი ადამიანი!

ბოდიშს გიხდით ყველას, ვისაც არ გისმენდით ამდენი წელი და გეუბნებოდით, არ მიაქციოთ ყურადღება, მასეთი ტიპია-მეთქი!
ბოდიშს გიხდით ჟურნალისტებსა და იმ ადამიანებს, ვისაც ბოლო დღეებშიც ვუმტკიცებდი მექალთანეა, მაგრამ მოძალადე არაა-მეთქი!
ბოდიშს ვუხდი "სიდელებს", რომ თავის დროზე არ მივხედე ამ ამბავს. მაგრამ არა უშავს, ჩავატარებთ გამგეობის სხდომას და ყველაფერი დალაგდება!", - წერს ფეისბუქში კახა მაღრაძე.

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Austria gets first woman chancellor after video scandal

Spain's parliament leads Europe in gender-equality despite rise of far right

Modi's party promises 33 pct reservation for women in India's parliament

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker