Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

Mattel- მა თოჯინების ახალი კოლექცია გამოუშვა

Category: It`s interesting to know 
2018-03-12

სათამაშოების კომპანია  Mattel- მა, რომელიც ცნობილია როგორც თოჯინა Barbie-ს მწარმოებელი, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამოუშვა თოჯინების ახალი კოლექცია ""შთამაგონებელი ქალები".

 

Mattel-ის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ აშშ-ში "დედების 86% შეწუხებულია იმით, თუ რა მაგალითებზე იზრდებიან მათი ქალიშვილები“. ეს მონაცემები მიღებული იქნა სოციოლოგიური ინტერნეტ კვლევის შედეგად, რომელიც მიმდინარე წელს ჩატარდა. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო რამდენიმე ათასმა ამერიკელმა ქალმა.

 

 

 

 

ახალ კოლექციაში შევიდა 14 თოჯინა. მათი პროტოტიპები გახდა ისეთი გამოჩენილი ქალები, როგორიცაა: პირველი ქალი პილოტი- ამელია ერჰარტი, NASA-ს მათემატიკოსი -კატრინ ჯონსონი, მექსიკელი მხატვარი -ფრიდა კალო, ოლიმპიური ჩემპიონი - ქლოე კიმი, ჟურნალისტი- მარტინა ვოიჩოვსკა, შეფ-მზარეული-ელენ დაროზი, რეჟისორი- პეტი ჯენკინსი, პრიმაბალერინა- იან-იან ტანი, ფეხბურთელი - სარა გამა, მოკრივე - ნიკოლა ადამს ობე და სხვა.

 

თოჯინებს ერთვის მასალა, რომელიც ბავშვებს ქალების მიღწევების შესახებ უამბობს.

 

 

 

საინტერესოა, რომ ფრიდა კალოს ნათესავმა, მარა რომეომ, დაადანაშაულა სათამაშოების მწარმოებელი მხატვრის გამოსახულების უკანონო გამოყენებაში. რომეო აცხადებს, რომ კომპანიამ დაამახინჯა კალოს გარეგნობა და არასწორად ასახა ღირებულებები, რომლებსაც იცავდა მხატვარი. "მე მომეწონებოდა თოჯინა იმ შემთხვევაში, თუ ის ფრიდას უფრო მეტად დაემსგავსებოდა," - ამბობს რომეო. მისი თქმით, Barbie Frida-ს მექსიკური ტრადიციული კაბაც კი არ აცვია, თუმცა მხატვარი ხშირად ატარებდა მას.

 

 

 

Mattel-მა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ თოჯინა შემუშავდა Frida Kahlo Corporation- თან თანამშრომლობით, რომელსაც აქვს საავტორო უფლებები მხატვრის გარეგნობაზე.

Tags: Mattel Barbie Frida

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Bolivian Senate head assumes interim presidency; Morales' loyalists object

Sophie Wilmes becomes Belgium first woman Prime Minister

Bogota elects first woman mayor in Colombia regional vote

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker