Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

კანადის ახალი ფედერალური ბიუჯეტი უპირატესობას ქალებს ანიჭებს

Category: Gender in the world 
2018-03-02

კანადის ფინანსთა მინისტრმა ბილ მორნომ წარმოადგინა 2018 წლის ფედერალური ბიუჯეტის პროექტი, რომელიც ძირითადად მიმართულია ქალთა ინტერესების დაცვაზე.


 

"ეს არის გეგმა, რომელიც ადამიანის ინტერესებს აყენებს სათავეში, რომელიც კანადელებში ინვესტირებას ახდენს და რაც მთავარია, მათთვის არის შექმნილი", - განაცხადა მონრომ თემთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას.


 

ბიუჯეტი, დიდწილად ფოკუსირებულია გენდერული თანასწორობის საკითხებზე და დაკავშირებულია ძალისხმევასთან, რათა ეკონომიკური განვითარების გრძელვადიანი გეგმის ფარგლებში გაიზარდოს მომუშავე ქალთა რაოდენობა. ასევე, ბიუჯეტი მიზნად ისახავს  სამუშაო ადგილებზე ქალთა და მამაკაცთა შორის ხელფასებში სხვაობის შემცირებას.


 

მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, 187 მილიონი დოლარი ასევე გამოიყოფა გენდერული ძალადობისა და შევიწროვების წინააღმდეგ ბრძოლის ინიციატივებზე.

 

ბიუჯეტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დებულება ითვალისწინებს ახალგაზრდა მამებისთვის ხუთ კვირიანი შვებულების დანერგვას. ეს უნდა დაეხმაროს სახელმწიფოს სტერეოტიპების აღმოფხვრაში, რომლის მიხედვით დედები ავტომატურად იღებენ პასუხისმგებლობას შვილების აღზრდაზე და, შესაბამისად, ხშირ შემთხვევაში, უარს ამბობენ კარიერულ ზრდაზე.


 

ახალი ბიუჯეტი ასევე მოიცავს ზომებს, რომელიც გაზრდის ქალ მეწარმეებისა და მეცნიერების რიცხვს ქვეყანაში.


 

პირველად კანადას ისტორიაში ბიუჯეტის სრული გენდერული ანალიზი ჩატარდა. სპეციალისტების მიერ გაანალიზებული იქნა თითოეული ღონისძიება, რომელიც გავლენას მოახდენს კაცებზე, ქალებზე, ბიჭებსა და გოგონებზე.  ასევე იყო გაანალიზირებული სხვა ფაქტორებიც, როგორიცაა მოსახლეობის ასაკი, ეთნიკური კუთვნილება, შემოსავლის დონე და სხვა.


 


შეგახსენებთ, რომ კანადა იმ ქვეყნებს შორისაა, სადაც ყველაზე უკეთაა დაცული ქალთა უფლებები და გენდერული ბალანსი.


Tags:

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Three women vie to become next Paris mayor

With a nod from parliament, Greece gets first female president

Barack Obama: Women are better leaders than men

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker