Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

უნიკალური ფოტოები, რომლებმაც ამერიკაში ბევრი ბავშვი გადაარჩინა

Category: It`s interesting to know 
2018-02-27

ამერიკელი ფოტოგრაფი და სოციოლოგი ლიუის ჰაინი მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფოტოგრაფ–დოკუმენტალისტია. მისი ფოტოებიდან იწყება სოციალური ფოტოგრაფიის ისტორია.

 

 

ჰაინი იღებდა მუშებს და ებრაულ–-სლავურ გეტოებიდან ღარიბ ოჯახებს. მან შექმნა „მუშების პორტრეტების“ ცნობილი სერია, რომელიც სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს გვაჩვენებს. 30-იან წლებში კი მან Empire State Building–ის მშენებლობის ფოტოები გადაიღო, რომელიც მეოცე საუკუნის სიმბოლო გახდა.

 

 

მაგრამ მისი ყველაზე ცნობილი პროექტი მიეძღვნა ბავშვებს და მათ შრომას.

 

 

 

 

 

1908 წელს ჰაინი გახდა ბავშვთა შრომის ნაციონალური კომიტეტის ფოტოგრაფი. ორგანიზაციამ აშშ-ში პირველი კამპანია დაიწყო, რათა შეეზღუდა და შეეწყვიტა ბავშვთა შრომის გამოყენება წარმოებებში. იმ პერიოდში ბავშვთა შრომა იყო ყოველდღიური ნორმა აშშ–ში.

 

1908 – 1912 წლებში, ლიუის ჰაინმა დაიწყო მოგზაურობა მთელს აშშ-ში, ატლანტიკურიდან წყნარ ოკეანამდე. ის სხვადასხვა ქარხნებში, ფაბრიკებში და საამქროებში დადიოდა, სადაც ბავშვთა შრომა გამოიყენებოდა და იღებდა არასრულწლოვან მუშებს–  მაღაროელებს, ვაგონერებს, პორტის მტვირთავებს, დამლაგებლებს.

 

 

 

 

 

მისი ეშინოდათ. ჰაინის ფოტოსურათები გახდა ძლიერი არგუმენტი ბავშვთა ექსპლუატაციის წინააღმდეგ ბრძოლაში. ფაბრიკანტებს და ქარხნის მფლობელებს, რომლებიც იყენებდნენ ბავშვთა შრომას, იმდენად სძულდათ ჰაინი, რომ მას უწევდა გადაცმული მისულიყო გადაღების ადგილებზე. ხშირად მას მკვლელობით ემუქრებოდნენ.

 

ეს სურათები ბევრია. ზოგიერთ მათგანს ლაკონური ჰაინის წარწერები აქვს :


 

 

 

"მტვირთავი ოუენი. 12 წლის. კითხვა არ იცის. არ იცის ანბანი. ის ამბობს: "დიახ, მინდა სწავლა, მაგრამ მე არ შემიძლია, სულ ვმუშაობ ". ის ქარხანაში 4 წლის განმავლობაში მუშაობს.“


 

 

 

„ტექსტილის ქარხნის მუშა გოგო. ზოგჯერ ღამით მუშაობს. ასრულებს ყველანაირ სამუშაოს - დღეში 48 ცენტად. კითხვაზე თუ რამდენი წლისაა, პასუხობს: "არ მახსოვს." შემდეგ ამბობს: "მე პატარა ვარ მუშაობისთვის, მაგრამ ისევე კარგათ ვაკეთებ ყველაფერს, როგორც მოზარდები." ქარხანაში ორმოცდაათი ქალიდან ათი მისი ასაკისაა".

 

 

ჰაინის ფოტოესეების წყალობით, აშშ-ში ბავშვთა შრომის გამოყენების შესახებ კანონი რადიკალურად გადაიხედა.

 

 

ლიუის ჰაინმა თავის პროექტს "დაკარგული თაობის გალერეა" უწოდა.

 

 

Tags:

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Austria gets first woman chancellor after video scandal

Spain's parliament leads Europe in gender-equality despite rise of far right

Modi's party promises 33 pct reservation for women in India's parliament

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker