Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ომბუდსმენი მოუწოდებს არჩილ მამულაძეს თავი შეიკავოს სექსისტური გამონათქვამებისგან

კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 
2018-02-15

საქართველოს სახალხო დამცველმა კრიტიკულად შეაფასა ბათუმის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრის არჩილ მამულაძის სექსისტური ხასიათის მოსაზრებები, რომლის თანახმად, ბავშვზე ზრუნვა ქალის პრეროგატივაა, ხოლო საზოგადოებაში მამაკაცს დომინანტური როლი აქვს დაკისრებული.

 

შეგახსენებთ, რომ გაზეთ „ბათუმელებმა“ გამოაქვეყნა არჩილ მამულაძის ინტერვიუ, რომელიც ეხებოდა საბჭოს მუშაობის და გენდერული ბალანსის დაცვის საკითხებს.

 

არჩილ მამულაძე ბათუმის საკრებულოში „პატრიოტთა ალიანსს“ წარმოადგენს.

 

ინტერვიუში, არჩილ მამულაძე  მიუთითებს, რომ ქალებს კარგი მენეჯერული უნარი აქვთ და მათი აზრის მოსმენაც მნიშვნელოვანია, თუმცა, „უმჯობესია, პირველი სიტყვა მამაკაცმა თქვას“. ამასთან, საბჭოს წევრი მიიჩნევს, რომ „მამაკაცსა და ქალს შორის ძალიან ბევრი განსხვავებაა“.

 

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საჯარო პირის, განსაკუთრებით კი საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრის მხრიდან გენდერული როლების შესახებ სტერეოტიპების გავრცელება და ქალის შესაძლებლობების ეჭვქვეშ დაყენება თანასწორობის პრინციპს ეწინააღმდეგება და ქვეყანაში დისკრიმინაციასთან ბრძოლის პროცესს აფერხებს.

 

„მსგავსი დამოკიდებულება განსაკუთრებით შემაშფოთებელია იმ ორგანოს წევრისგან, რომლის პირდაპირ მოვალეობას გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა და თანასწორობის პრინციპის დანერგვა წარმოადგენს. განსაკუთრებით, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ქალთა თანასწორუფლებიანობა და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრა ერთ-ერთ გამოწვევად რჩება, ხოლო საზოგადოებაში ღრმად არის გამჯდარი სტერეოტიპები, რომელიც ქალის გენდერულ როლად ოჯახთან დაკავშირებულ საქმეებს მოიაზრებს და აკნინებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა მონაწილეობის მნიშვნელობას.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი მოუწოდებს ბათუმის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრს არჩილ მამულაძეს, მომავალში თავი შეიკავოს სექსისტური გამონათქვამებისგან და თავისი საქმიანობის განხორციელებისას ხელი შეუწყოს გენდერულ თანასწორობას“- ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ტეგები: არჩილ მამულაძე სახალხო დამცველი ბათუმი საკრებულო გენდერული საბჭო სექსიზმი

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ევროპარლამენტმა ევროპის ცენტრალური ბანკის დირექტორის პოსტზე ლაგარდი აირჩია

NDI: გამოკითხულთა 46% აზრით, პარლამენტის წევრთა 50 %- ს ქალები უნდა შეადგენდნენ

თბილისში საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმის მე-6 ყოველწლიური კონფერენცია მიმდინარეობს

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

ტრეფიკინგის ყველა შემთხვევის 59% უკავშირდება სექსუალურ ექსპლუატაციას

ინტერპოლმა სუდანში 85 ბავშვი ტრეფიკინგისგან იხსნა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker