Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ლონდა თოლორაია შსს ადამიანის უფლებათა დაცვის ახალი დეპარტამენტის ხელმძღვანელი გახდა

კატეგორია: მოვლენები 
2018-02-12

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის ახალი დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლონდა თოლორაია გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ უწყება ავრცელებს.

 

ლონდა თოლორაია წლების განმავლობაში საქართველოს პროკურატურაში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. 2013 -2016 წლებში ის იკავებდა ანალიტიკური სამმართველოს უფროსის პოზიციას. 2010 წლიდან კოორდინაციას უწევდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესს, მათ შორის განრიდება-მედიაციის პროგრამას საქართველოს პროკურატურაში.

 

 

 

ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე კი მაკა ფერაძე დაინიშნა, რომელიც 2017 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო. მანამდე წლების განმავლობაში, ის ამავე დეპარტამენტში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა. 2016 წელს ის ხელმძღვანელობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს პროექტს - ხელშეწყობა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში.

 

 

შინაგან საქმეთა სამინსიტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი 2018 წლის 11 იანვარს შეიქმნა, რომელიც უზრუნველყოფს რეაგირებასა და მიმდინარე გამოძიების ეფექტიანობას, შემდეგ დანაშაულებზე: ოჯახში ძალადობა, ქალთა მიმართ ძალადობა, დისკრიმინაციულინიშნით ჩადენილი დანაშაული, სიძულვილით მოტივირებული დანაშაული, ტრეფიკინგი, არასრულწლოვანთა მიერ და მათ მიმართ ჩადენილიდანაშაული.

 

ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტს ეყოლება ათი თანამშრომელი, რომლებიც კონკურსის წესით შეირჩევიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსის პირველი ეტაპი დასრულებულია და მიმდინარეობს გასაუბრებები. უწყების განმარტებით, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი თებერვლის ბოლომდე სრულად დაკომპლექტდება.

ტეგები: ლონდა თოლორაია შინაგან საქმეთა სამინისტრო ადამიანის უფლებები დეპარტამენტი

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

საკონსულტაციო შეხვედრა მარნეულის არასამთავრობო ორგანიზაციებთან

გენდერული თანასწორობა ადგილობრივ თვითმმართველობაში - გამოწვევები და შესაძლებლობები

ერთმანეთი დავკარგეთ ბარიკადების ორივე მხარეს - 17 მაისს ჰომოფობიის წინააღმდეგ აქცია დაიგეგმა

 

მიმართვა

პეტიცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის ქალ კანდიდატთა მხარდასაჭერად

ხელმოწერა

ქალთა საინფორმაციო ცენტრის განცხადება

ხელმოწერა

ქალები პოლიტიკაში - ახალი დღის წესრიგი!

ხელმოწერა

მიმართვა აფხაზეთში მცხოვრებ ქალებს

ხელმოწერა

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

გენდერული თანასწორობის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

გურჯაანის საკრებულოში გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომა გაიმართა

კასპში ქალთა საინფორმაციო ცენტრი გენდერული საბჭოს წევრებსა და სამოქალაქო საზოგადების წარმომადგენლებს შეხვდნენ

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

თურქეთში ტრეფიკინგის მსხვერპლი საქართველოს სამი მოქალაქე გაათავისუფლეს

ელისონ მეკი სექსუალური მონობისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავეს

პროსტიტუციასთან დაკავშირებულ დანაშაულებებზე კანონმდებლობა მკაცრდება

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

IWPR
eXTReMe Tracker