Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ელონ მასკს ლევან ვასაძის მარსზე წაყვანას სთხოვენ

კატეგორია: ეს საინტერესოა 
2018-02-09

სოციალურ ქსელებში ვრცელდება პეტიცია, რომლის ავტორებიც ელონ მასკს სთხოვენ ლევან ვასაძის წაყვანას მარსზე.

 

პეტიცია გუშინ შეიქმნა და მას უკვე 1500-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

პეტიციის ავტორები ელონ მასკს წერილობით მიმართავენ:

 

"ელონ,

პირველ რიგში გილოცავ Falcon Heavy-ს მისიას! ეს ჩვენთვის შთამაგონებელი მომენტი იყო და მომავალშიც წარმატებებს გისურვებთ.

 

ჩვენ, ქართველებს გვყავს ერთი ადამიანი ლევან ვასაძე, რომელიც „ბიზნესმენია“ და სექსისტურ და ქსენოფობიურ მესიჯებს ავრცელებს ქვეყანაში. სავარაუდოთ, ის რუსეთიდან ფინანსდება და ეს ჩვენთვის, ყველასთვის, დიდი ტკივილია.

დღეს, მისმა სკოლამ სტიპენდია მხოლოდ ბიჭებისთვის დააანონსა!!! ჩვენ არ გვინდა ასეთი ადამიანები ჩვენ გარშემო, გთხოვ დაგვეხმარე და წაიყვანე მარსზე!

წინასწარ გიხდით მადლობას" - წერია პეტიციაში.

 

შეხასენებთ, რომ კომპანია Space X-მა ულტრამძიმე გადამზიდავი რაკეტა Falcon Heavy კოსმოსში წარმატებით გაგზავნა.
რაკეტა, რომელიც უდიდესი და უმძლავრესი სისტემაა მათ შორის, რაც კი ოდესმე შეუქმნია SpaceX-ს, თან წაიღო მასკის ავტომობილი Tesla Roadster-ი.

 

ეს გაშვება მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ ნათლად გამოჩნდება, თუ როგორ შეუძლია ამ კომპანიას ერთ მშვენიერ დღესაც კოსმოსში გაიყვანოს ადამიანები და გაიტანოს სხვადასხვა სახის ტვირთი.

 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

სამუშაო შეხვედრა ზუგდიდში მომუშავე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან

საკონსულტაციო შეხვედრა მარნეულის არასამთავრობო ორგანიზაციებთან

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ასპინძის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს

ხობის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

საბერძნეთში ბავშვებით ვაჭრობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საქართველოში 17 ათასი მონაა

ინდოეთში დედა ტერეზას საქველმოქმედო დაწესებულებას ბავშვებით ვაჭრობაში ადანაშაულებენ

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker