Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ბრიტანეთის პარლამენტში მომუშავე ყოველი მეხუთე ქალი სექსუალური შევიწროვების მსხვერპლია

კატეგორია: გენდერული ძალადობა 
2018-02-09

2017 წელს ბრიტანეთის პარლამენტში მომუშავე ყოველი მეხუთე ქალი სექსუალური შევიწროვების მსხვერპლი გახდა. ეს მონაცემები  ბრიტანეთის პარლამენტის ინტერპარტიულმა ჯგუფმა გამოაქვეყნა.

 

ანგარიშში ნათქვამია, რომ "სამუშაო ადგილებზე ქცევის კულტურის შეცვლისთვის" აუცილებელია ეფექტიანი ზომების მიღება, რომელიც უფრო მკაცრ სანქციებს და ქცევის ახალი კოდექსის შემოღებას გულისხმობს. ასევე, იმ დეპუტატების მანდატის ჩამორთმევას, რომლებიც დამნაშავედ ცნეს სექსუალურ შევიწროვებაში.

 

ჯგუფმა პარლამენტში მომუშავე 1,377 ქალის გამოკითხვა ჩაატარა და აღმოაჩინა, რომ მათგან დაახლოებით 19% სექსუალურ შევიწროვებას შეესწრო ან მსხვერპლი გახდა, ხოლო 39%-ა განიცადა დაშინება ან ძალადობის სხვა ფორმები. ზოგიერთ შემთხვევაში, ქალები აღიარებენ, რომ გააუპატიურეს კიდეც.

 

შეგახსენებთ, რომ უკანასკნელი თვეების განმავლობაში, დიდ ბრიტანეთში სექსუალურ შევიწროვებასთან დაკავშირებული რამდენიმე ფაქტი გახმაურდა, სადაც მაღალი თანამდებობის პირები ფიგურირებდნენ. კერძოდ, უელსის შრომის მინისტრმა თავი მოიკლა მას შემდეგ, რაც მის წინააღმდეგ ქალების მიმართ სექსუალური შევიწროების ბრალდებით გამოძიება დაიწყო. 

 

პარლამენტის ბარის თანამშრომელმა კი თემთა პალატის დაახლოებით 30 დეპუტატი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა.

 

ბრიტანეთის სტატისტიკის ეროვნული ბიუროს (ONS) მონაცემებით, ჯამში 3 მილიონზე მეტი ქალი გაუპატიურების, უხამსი ან არასასურველი შეხების მსხვერპლი გახდა.

ტეგები: ბრიტანეთი სექსუალური შევიწროვება პარლამენტი

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

სამუშაო შეხვედრა ზუგდიდში მომუშავე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ერთადერთი ქალი საპრეზიდენტო კანდიდატი ქალთა უფლებებზე დისკუსიას არ დაესწრო

საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს გენდერულ კვოტას უწესებს

თბილისში საკრებულოს წევრ ქალთა ფორუმის მეხუთე კონფერენცია მიმდინარეობს

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ინტერპოლმა სუდანში 85 ბავშვი ტრეფიკინგისგან იხსნა

საბერძნეთში ბავშვებით ვაჭრობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საქართველოში 17 ათასი მონაა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker