Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

სექსისტებმა მოგზაურს სენდვიჩის გაკეთება მოსთხოვეს, მან თხოვნა შეუსრულა და...ის სამხრეთ პოლუსზე დატოვა

კატეგორია: ეს საინტერესოა 
2018-01-29

16 წლის ავსტრალიელმა მოგზაურმა, ჯეიდ ჰემაისტერმა, რომელმაც სამხრეთ პოლუსზე იმოგზაურა, სექსისტ „ტროლებს“ დასცინა.

 

ცოტა ხნის წინ ჯეიდმა TEDx Talk- ში მიიღო მონაწილეობა და ჩრდილოეთ პოლუსზე მისი ექსპედიციის შესახებ ისაუბრა. საუბრისას მან განაცხადა, რომ ახალგაზრდა გოგონებისთვის ეს შეიძლება მაგალითი გახდეს  და დაეხმაროს მათ გენდერული სტერეოტიპების დამსხვრევაში.

 

ამ განცხადებას სოციალურ ქსელებში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ე.წ. „ტროლები“ ავრცელებდნენ ფრაზას „make me a sandwich“ („მომიმზადე სენდვიჩი“). ამ ფრაზას, ძირითადად, ქალების დასაცინად იყენებენ. ის, დაახლოებით, შემდეგი შინაარსის მატარებელია: ქალის ადგილი სამზარეულოშია!

 

ამის საპასუხოდ 16 წლის ჯეიდმა თხილამურებით სამხრეთ პოლუსზე მოგზაურობა დაგეგმა.

 

სამხრეთ პოლუსზე მოგზაურობისას ჯეიდმა, სენდვიჩით ხელში, გადაიღო ფოტო და გამოაქვეყნა წარწერით: „მოგიმზადეთ სენდვიჩი (ყველით და ლორით). ახლა 37 დღის განმავლობაში გაიარეთ თხილამურებით 600 კილომეტრი სამხრეთ პოლუსამდე და მიირთვით“.

 

 

 

 

 

 

აღსანიშნავია, რომ 16 წლის ასაკში ჯეიდ ჰემაისტერმა უკვე ორივე პოლუსი დაიპყრო  და გრენლანდიის ყინულოვანი ფარი თხილამურებით გადაკვეთა. ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ადამიანია, რომელმაც ე.წ. "პოლარული ჰედ-ტრიკი"-ს დაპყრობა შეძლო.

 

 

 


ტეგები: ჯეიდ ჰემაისტერი

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორად ნინო ცაციაშვილი დაინიშნა

ავსტრიაში პირველად კანცლერად ქალი დაინიშნა

ესპანეთმა აირჩია ყველაზე გენდერულად დაბალანსებული პარლამენტი ევროპაში

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

Global slavery index 2018: მომდევნო ათწლეულში მონობის აღმოფხვრისთვის ყოველდღიურად 10000-სი ადამიანი უნდა გათავისუფლდეს

ტრეფიკინგის ყველა შემთხვევის 59% უკავშირდება სექსუალურ ექსპლუატაციას

ინტერპოლმა სუდანში 85 ბავშვი ტრეფიკინგისგან იხსნა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker