Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ბულგარეთის ეკლესია ეწინააღმდეგება სტამბულის კონვენციის რატიფიცირებას

კატეგორია: გენდერული ძალადობა 
2018-01-24

ბულგარეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წმიდა სინოდმა ოფიციალურად მიმართვა რესპუბლიკის სახალხო კრების დეპუტატებს და მოუწოდა უარი თქვან „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის რატიფიცირებაზე. დოკუმენტი ასევე ცნობილია, როგორც სტამბულის კონვენცია.

 

როგორც აღნიშნულია მიმართვაში, კონვენციის იდეები: "ხსნის კარებს მორალური ვარდნისაკენ, რაც აუცილებლად მიგვიყვანს ადამიანის ფსიქოფიზიკურ განადგურებამდე -" მეორე სიკვდილამდე", რაც სულიერ სიკვდილს ნიშნავს.“

 

ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია მიიჩნევს, რომ სტამბულის კონვენციაში განხილული საკითხები "ცდება სამართლებრივი რეგულირების ჩარჩოს " და მიზნად ისახავს ადამიანის "მსოფლმხედველობის შეცვლას".

 

"იდეები, რომელიც კონვენციაში არის გაჟღერებული და რომელიც სქესთა შორის ურთიერთობების, რელიგიის, ტრადიციების, ადათწესების და განათლებისადმი დამოკიდებულებას გამოხატავს, ეწინააღმდეგება ბულგარელი ხალხის რწმენის, ეროვნების, მორალის, ღირსების, აღზრდის, ოჯახის მიმართ შეხედულებებს", - ნათქვამია განცხადებაში.

 

ბულგარეთში კონვენციის რატიფიცირების საკითხმა დიდი ვნებათა ღელვა გამოიწვია, როგორც საზოგადოებაში, ასევე პარლამენტში. კონვენციის რატიფიცირების მოწინააღმდეგეების აზრით, საერთაშორისო აქტი რეალურად დააკანონებს "მესამე სქესის" ცნებას, თუმცა ეს ტერმინი პირდაპირ არ არის მოცემული დოკუმენტში.

 

დოკუმენტის რატიფიცირებას ბულგარეთის ომბუდსმენი მაია მანოლოვა მოითხოვს.

 

დოკუმენტი მოიცავს 81 მუხლს და  რატიფიცირებულია 28 ქვეყნის მიერ, მათ შორის საქართველოცაა. 45 ქვეყნას,  მათ შორის ბულგარეთს დოკუმენტზე ხელი აქ მოწერილი.

ტეგები: ბულგარეთი ეკლესია სტამბულის კონვენცია რატიფიცირება

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ნიდერლანდებში კომპანიებს საბჭოებში ქალთა რაოდენობის გაზრდის მიზნით 30%-იანი კვოტა დაუწესეს

ნინო ცაციაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

ბოლივიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ქალი გახდა

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker