Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ქალების მარში 2018

კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 
2018-01-22

დონალდ ტრამპის ინაუგურაციის წლისთავთან დაკავშირებით მილიონობით ადამიანი გამოვიდა აშშ-ს 200 და კანადის სულ მცირე 38 ქალაქის ქუჩებში, რათა ცვლილებები მოითხოვონ. ასევე, აქციები  ევროპის ქალაქებშიც ჩატარდა.

 

ყველაზე ხალხმრავალი დემონსტრაციები ვაშინგტონში, ნიუ იორკსა და ლოს ანჯელესში გაიმართა. ასე ვაშინგტონის ქუჩებში დაახლოებით ნახევარი მილიონი, ლოს ანჯელესში კი დაახლოებით 600,000 ადამიანი გამოვიდა.

 

 

 

 

 

 

 

დემონსტრანტების მთავარი მოთხოვნები ეხებოდა ისეთ საკითხების მოგვარებას, როგორიცაა: ქალთა და ლგბტ თემის უფლებების დაცვა, რასობრივი თანასწორობა, რელიგიის თავისუფლება და შრომითი უფლებები, ასევე საემიგრაციო პოლიტიკისა და ამერიკის ჯანდაცვის რეფორმების საკითხებს.

 

 

კაცების მიერ ქალებზე სექსუალურმა ძალადობამ და #MeToo კამპანიის წამოწყებამ, აქტივისტებს გადააწყვეტინა, რომ უფრო მეტი პოლიტიკური და სოციალური ცვლილებები მოითხოვონ.

 

 

 

მსვლელობაში მრავალმა ცნობილმა ვარსკვლავმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის იყვნენ: კეტი პერი, ევა ლონგორია, კამერონ დიასი, ადელი, ჯენიფერ ლოურენსი, ჯესიკა ალბა, ოლივია მანი, ნაომი კემპბელი, სკარლეტ იოჰანსონი, ოლივია უაილდი, ეშტონ კეჩერი და მილა კუნისი, დრიუ ბერიმორი, ემა უოტსონი, ეშლი გრემი, ნატალი პორტმანი და მრავალი სხვა.

 

 

 

 

 

ზოგიერთო მათგანი მომიტინგეებს სიტყვით მიმართავდნენ.

 

 

 

ქალების მარშს გამოეხმაურა აშშ-ს პრეზიდენტი. ტრამპა თავის twitter-ში დაწერა, რომ ქალების მარშისთვის შაბათი შესანიშნავი დღეა:

 

 

"არაჩვეულებრივი ამინდია ჩვენი დიდებული ქვეყნის მასშტაბით, შესანიშნავი დღეა ქალების მარშისთვის. მოდით ვიზეიმოთ ისტორიული ეტაპი და უპრეცედენტო ეკონომიკური წარმატება და სიმდიდრე, რომელიც ბოლო 12 თვის განმავლობაში შეიქმნა. ქალების ყველაზე დაბალი უმუშევრობა 18 წლის განმავლობაში!".

 

 

ტეგები: ქალების მარში

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ისტორიაში პირველად საბერძნეთის პარლამენტმა ქალი პრეზიდენტი აირჩია

ბარაკ ობამა: ქალები კაცებზე უკეთესი ლიდერები არიან

ბრიტანეთის ახლადარჩეულ პარლამენტში ქალი დეპუტატების რეკორდული რაოდენობა შევიდა

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker