Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

რომის პაპი ჩილეში: ტკივილი და პატიება

კატეგორია: გენდერული ძალადობა 
2018-01-17

ჩილეში, 3 - დღიანი ვიზიტის დროს, რომის პაპი შეხვდა ადამიანებს, რომლებიც სექსუალური ძალადობის მსხვერპლები გახდნენ პედოფილი მღვდლების მხრიდან. სასულიერო პირებთან სიტყვით გამოსვლის დროს მან ისაუბრა ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა ტკივილზე და იმ სასულიერო პირების გამბედაობაზე, რომლებიც ამ ბავშვებს ბოდიშს მოუხდიან.

 

მანამდე, პრეზიდენტის სასახლეში გამოსვლის დროს პაპმა საჯაროდ მოიხადა ბოდიში ყველა იმ ეკლესიის მსახურის მაგივრად, რომლებმაც ეს საშინელი ბოროტება ჩაიდინეს და დასძინა, რომ ის "ტკივილს და სირცხვილს" განიცდის ამის გამო.

 

 

 

 

ჩილეში რომის პაპის ვიზიტი დემონსტრანტების ჯგუფმა გააპროტესტა. დედაქალაქ სანტიაგოში, აქციის მონაწილეებმა ერთ-ერთ ქუჩაზე საპროტესტო ბანერი გამოფინეს, სადაც ხალხს ვიზიტის გაპროტესტებისკენ მოუწოდებდნენ.

 

 

 

 

თუმცა მესაზე, რომელის პაპმა ჩაატარა ჩილეს დედაქალაქში, 400 ათასზე მეტი მორწმუნე შეიკრიბა. პაპის დღის პროგრამა დასრულდა სანტიაგოს ტაძარში სამღვდელოებასთან შეხვედრით, სადაც ფრანცისკე კვლავ მღვდლების მსხვერპლთა ტანჯვაზე საუბრობდა.

 

 

ჩილეში საპროტესტო აქციების მიზეზი კათოლიკურ ეკლესიაში სექსულური ძალადობის სკანდალი გახდა, რომელიც 80-დე სასულიერო პირს უკავშირდება. საპროტესტო შინაარსის ბანერი პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებმა ჩამოხსნეს.

 

2015 წელს პაპმა დანიშნა ქალაქ ოსორნოს ეპისკოპოსად ხუან ბაროსა, რომლის სახელი ფერნანდო კარადიმოს უკავშირდება. თავის დროზე ფერნანდო კარადიმო ცნეს დამნაშავედ ასრულწლოვანთა სექსუალურ შევიწროვებაში, თუმცა არ გაასამართლეს. 

 

 

 

რომის პაპი სამხრეთ ამერიკის ორ კათოლიკურ სახელმწიფოში ნდობის განმტკიცებას შეეცდება, რადგან ეკლესიის მიმართ სანდოობა სექსუალური ძალადობის სკანდალებმა უკიდურესად დააზარალა.

ჩილეს შემდეგ რომის პაპი პერუში გაემგზავრება.

ტეგები: რომის პაპი ჩილე სექსუალური ძალადობა

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ნიდერლანდებში კომპანიებს საბჭოებში ქალთა რაოდენობის გაზრდის მიზნით 30%-იანი კვოტა დაუწესეს

ნინო ცაციაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

ბოლივიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ქალი გახდა

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker