Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

მსახიობებმა, ვუდი ალენის ფილმიდან აღებული ჰონორარი სექსუალურ ძალადობასთან ბრძოლის ფონდში გადარიცხეს

კატეგორია: გენდერული ძალადობა 
2018-01-17

მსახიობებმა ტიმოტი შალამემ და რებეკა ჰოლმა განაცხადეს, რომ ვუდი ალენის ახალ ფილმში "წვიამინი დღე ნიუ-იორკში" მონაწილეობისთვის მიღებულ ჰონორარს საქველმოქმედო ფონდებს გადასცემენ. ეს გადაწყვეტილება მათ მას შემდეგ მიიღეს, რაც რეჟისორის აყვანილმა შვილმა დილან ფეროუმ ის სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა. გამოქვეყნებულ წერილში ფეროუ ალენისგან 7 წლის ასაკში გამოცდილ სექსუალურ შევიწროებაზე საუბრობს და წუხს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ალენის მიერ ჩადენილ ძალადობაზე ისაუბრა, მას ჰოლივუდის A-კლასის მსახიობები კვლავ უჭერენ მხარს.

 

"არ შეიძლება დაინდო „მტაცებლები“ მათი ნიჭიერების გამო,“ - დაწერა მან თავის twitter-ის გვერდზე და დასძინა, რომ უყურებს ოქროს გლობუსის ცერემონიალს და დააკვირდება, „მოვიდა თუ არა დრო ჩემი მტაცებლისთვის".


 

 

 

 

ოქროს გლობუსის ნომინანტმა მსახიობმა ტიმოთი შალამემ თავის ინსტაგრამზე დაწერა, რომ იმ ჰონორარს, რომელიც ვუდი ალენის ფილმიდან (A Rainy Day in New York) მიიღო, სამ საქველმოქმედო ორგანიზაციას გადაურიცხავს. ესენია Time's Up, ნიუ-იორკის ლგბტ ცენტრი და სექსუალურ ძალადობასთან მებრძოლი ორგანიზაცია.

 

 

"ამ წელს ბევრი რამ შეიცვალა, შეიცვალა ის თუ როგორ ვხედავ და აღვიქვამ იმას, რაც ჩემს გარშემო ხდება. სამომავლო პროექტებს ვირჩევდი ახალგაზრდა, დამწყები მსახიობის პერსპექტივიდან, თუმცა ვისწავლე, რომ კარგი როლი არ არის მხოლოდ ის ერთადერთი კრიტერიუმი, რის გამოც შეიძლება როლს დათანხმდე", - წერს ტიმოთი.

 

 

 

ტიმოთი შალამის გარდა ამავე ფილმიდან მიღებული ჰონორარი რებეკა ჰოლმაც Time's Up-ს გადაურიცხა.

 

35 წლის მსახიობის განცხადებით, ის ვუდი ალენთან მუშაობას ნანობს, მას შემდეგ, რაც მისი შვილობილის, დილან ფეროუს, წერილი წაიკითხა.  რებეკა ჰოლი ალენის 2008 წლის ვიკი კრისტინა ბარსელონაშიც მონაწილეობდა.

 

 

 

 

ფილმში კიდევ ერთმა მონაწილე გრიფინ ნიუმანმა ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში განაცხადა, რომ ჰონორარი სექსუალურ ძალადობასთან ბრძოლის ორგანიზაცია RAINN-ს გადაურიცხა.
ამასთან, ჰოლმა და ნიუმანმა მწუხარება გამოხატეს იმის შესახებ, რომ ალენის ახალ ფილმში მონაწილეობას დათანხმდნენ.

 

ვუდი ალენის ფილმებში მონაწილეობისთვის, ისეთი მსახიობები გააკრიტიკეს, როგორიცაა ქეით უინსლეტი და ბლეიკ ლაივლი. Lady Bird-ის რეჟისორი გრეტა გერვიგი ამბობს, რომ ვუდი ალენთან აღარასდროს ითანამშრომლებს.

 

ვუდი ალენის ფილმის, A Rainy Day in New York 2018 წელს გამოდის, მასში ტიმოთი შალამესთან ერთად ელ ფენინგი, სელენა გომესი, ჯუდ ლოუ, დიეგო ლუნა და ლივ შრაიბერი თამაშობენ.

 

 

 

დილან ფეროუ მია ფეროუმ და ვუდი ალენმა ერთად ცხოვრების დროს იშვილეს. დილანის თქმით, 1992 წელს ის 7 წლის იყო, როდესაც ვუდი ალენმა მასზე პირველად იძალადა.

 

ამ ბრალდებას სასამართლო მოჰყვა, რომელმაც 1993 წელს ვუდი ალენს ფეროუსთან ურთიერთობისას აყვანილ ორ და ერთ ბიოლოგიურ შვილზე მეურვეობა არ მისცა.

 

ფეროუს ბრალდებები კონეკტიკუტის პოლიციამ შეისწავლა, თუმცა ალენის წინააღმდეგ ბრალდება არ წაუყენებია. ვუდი ალენი ფეროუს ბრალდებებს უარყოფს.

 

ფეროუსა და ალენს 13-წლიანი ურთიერთობისას ბიოლოგიური შვილი რონან ფეროუ შეეძინათ, რომელიც ახლა გამომძიებელი ჟურნალისტია. მან ჰარვი ვაინშტაინის წინააღმდეგ არსებული ბრალდებების გამოაშკარავებას ხელი შეუწყო.

 

1997 წელს ვუდი ალენმა მია ფეროუს მიერ წარსულში ნაშვილები სუნ-ი პრევინი შეირთო ცოლად. მასთან ურთიერთობა ალენმა ჯერ კიდევ ფეროუსთან თანაცხოვრებისას დაიწყო.

 

1993 წლის სასამართლოდან 2014 წლამდე ვუდი ალენი საჯაროდ აღარ დაუდანაშაულებიათ დილან ფეროუზე სექსუალურად ძალადობაში, თუმცა მას შემდეგ, რაც მას 2014 წელს ოქროს გლობუსი გადასცეს, რონანმა და მიამ ოქროს გლობუსი გააკრიტიკეს, დილანმა კი ნიუ-იორკ ტაიმსში ღია წერილი გამოაქვეყნა, სადაც ალენის მხრიდან ძალადობაზე საუბრობდა.

 

 

ვუდი ალენმა დილანს ასევე ნიუ-იორკ ტაიმსში გამოქვეყნებული წერილით უპასუხა, ბრალდება უარყო და განაცხადა, რომ დილანს სექსუალური ძალადობა მია ფეროუმ შთააგონა, რადგან მისი და პრევინის ურთიერთობის წინააღმდეგი იყო.

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

12 მინისტრი ქალი და 7 კაცი - ფინეთს ახალი მთავრობა ჰყავს

ფინეთს მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერმინისტრი ეყოლება

ნიდერლანდებში კომპანიებს საბჭოებში ქალთა რაოდენობის გაზრდის მიზნით 30%-იანი კვოტა დაუწესეს

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker