Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

კატრინ დენევმა განმარტა თავისი პოზიცია, რომელიც გამოხატა მანიფესტში, სექსუალურ შევიწროვების თემაზე

კატეგორია: გენდერული ძალადობა 
2018-01-15

ცოტა ხნის წინ, ფრანგმა მსახიობმა, კატრინ დენევმა სხვა ას ქალთან ერთად ჰოლივუდში დაწყებული კამპანია #MeToo და Time's up გააკრიტიკა და სექსუალური შევიწროვების წინააღმდეგ დაწყებული კამპანია ტოტალიტარიზმს შეადარა.

 

მის განცხადებას მედიაში დიდი გამოხმაურება მოყვა და დენევს დამატებითი განცხადებების გაკეთება მოუწია. მსახიობმა სექსუალური შევიწროების მსხვერპლ ქალებს ბოდიში მოუხადა და თქვა, რომ მისი განცხადება არასწორად იყო აღქმული.

 

ფრანგული კინოს ვარსკვლავმა საკუთარი წერილი გაზეთ Liberation- ში გამოაქვეყნა და ბოდიში მოუხადა ყველა ძალადობის მსხვერპლს.


 

"მე თავისუფალი ქალი ვარ და სულ ასეთად დავრჩები. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ძალადობის მსხვერპლ ქალებს და ბოდიშს ვუხდი იმ წერილისთვის, რომელიც Le Monde-ში გამოქვეყნდა. ვწუხვარ, თუ ეს მათთვის ტკივილისმომგვრელი აღმოჩნდა", - ამბობს დენევი.

 

მსახიობმა ისიც თქვა, რომ აუცილებელია ყველა ასეთი საქმე საფუძვლიანად გამოიძიონ.

 

"აუცილებელია, რომ სამართლიანობა აღსრულდეს. შესაბამისმა ორგანოებმა ყველაფერი უნდა გამოიძიონ, რათა არ მოხდეს ბრალდებულების ერთი ხელის მოსმით და მხოლოდ ვიღაცის განცხადების გამო დასჯა. მე მჯერა სამართლიანობის და იმედი მაქვს ამას მივაღწევთ", - თქვა კარტინ დენევმა.

 

თუმცა დენევმა ასევე აღნიშნა, რომ არაფერს არ ამართლებს, მაგრამ არ მოსწონს "ბრბოს მენტალიტეტი".

 

დენევის განცხადებით, მას თავისუფლება უყვარს და არ მოსწონს დღევანდელი დროის დამახასიათებელი ნიშნები, როდესაც ყველა მიიჩნევს მართლებულად გამოვიდეს მოსამართლედ და როცა სოციალურ ქსელებში გაჟღერებული ბრალდებები სასჯელის, გადადგომისა და პრესის მხრიდან „ლინჩის წესით“ გასამართლების საგანი ხდება.


შეგახსენებთ, რომ დენევი და მისი მომხრეები ჰარვი ვაინშტაინსა და სხვა ბრალდებულებს ამართლებდნენ და ამბობდნენ, რომ ისინი ზედმეტადაც კი დაისაჯნენ.

 

წერილის ავტორები ამბობდნენ, რომ სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ დაწყებული კამპანია ქალების დამოუკიდებლობის გაზრდას არ უწყობს ხელს.

"გაუპატიურება დანაშაულია, მაგრამ ფლირტი - ეს კრიმინალი არ არის. ჩვენ მხარს ვუჭერთ ფლირტის თავისუფლებას, რადგან ის სექსუალური თავისუფლების განუყოფელი ნაწილია. კამპანიები, რომლიც ქალებმა წამოიწყეს ნელ-ნელა პურიტანიზმს ემსგავსება", - ნათქვამია დენევისა და სხვა ასი ქალის განცხადებაში.

დენევი ერთადერთი პოპულარული ფრანგი მსახიობია, რომელმაც სექსუალურ შევიწროვებაში დადანაშაულებული კაცების მხარი დაიჭირა.

ტეგები: კატრინ დენევი სექსუალური შევიწროვება

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ბრიტანეთის ახლადარჩეულ პარლამენტში ქალი დეპუტატების რეკორდული რაოდენობა შევიდა

12 მინისტრი ქალი და 7 კაცი - ფინეთს ახალი მთავრობა ჰყავს

ფინეთს მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერმინისტრი ეყოლება

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker