კატეგორია: გენდერული ძალადობა  2018-01-12
ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ყოფილი მეუღლისა და სიმამრის მიმართ ძალადობაში ბრალდებულ პირს პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულის ადვოკატი 20 ათასი ლარის გირაოს შეფარდებას მოითხოვდა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
მიუხედავათ იმისა, რომ პროკურატურა მოძალადის პატიმრობას ითხოვდა, 5 იანვარს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ბრალდებულს 3000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
ამის შემდეგ ბრალდების მხარემ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
ოჯახში ძალადობის მსხვერპლის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა.
განაჩენის გამოტანის შემდეგ დაკავებულის მამამ განაცხადა, რომ მის შვილს პროვოკაცია მოუწყვეს და ამის დამადასტურებელი მასალებიც აქვს.
ინციდენტი 3 იანვარს მოხდა. ყოფილი ქმარი მსხვერპლს სახლში შეუვარდა და მცირეწლოვანი ბავშვების თანდასწრებით, მასაც და მამამისსაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა
როგორც ცნობილია, ყოფილი მეუღლის მხრიდან ეს ძალადობის პირველი შემთხვევა არ არის და მსხვერპლი მის დაკავებას ითხოვდა.
|