Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

პოლონეთის ხელისუფლებამ აბორტის ლიბერალიზაციის კანონპროექტი დაბლოკა

კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 
2018-01-12

პოლონეთის მმართველმა კონსერვატორულმა პარტიამ აბორტის ლიბერალიზების კანონპროექტი დაბლოკა და სანაცვლოდ, ხმის მისაცემად, კანონის გამკაცრებული ვერსია წარადგინა.

 

 

დაბლოკილი კანონპროექტი პარლამენტში განსახილველად ქალთა უფლებადამცველმა კომისიამ წარადგინა და ის ორსულობის პირველი 12 კვირის განმავლობაში აბორტის ჩატარების ყველა აკრძალვას აუქმებდა.

 

კანონპროექტი ასევე ემსახურებოდა სექსუალური განათლების ამაღლებასა და კონტრაცეპტივებთან წვდომის გამარტივებას.

 

კენჭისყრის შემდეგ კომიტეტის "გადავარჩინოთ ქალები 2017"-ს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ პოლონეთის დეპუტატებს "არ აინტერესებთ ქალის ბედი და ღირსების დაცვა".

 

 

მმართველმა პარტიამ, იაროსლავ კაჩინსკის ხელმძღვანელობით, პარლამენტს სანაცვლოდ წარუდგინა კანონპროექტი, რომელიც აბორტის ამკრძალავი კომისიის მიერ იყო ინიცირებული და რომლის მიხედვითაც აბორტის გაკეთება მაშინაც კი დაუშვებელია, როცა ნაყოფი დაზიანებულია.

 

 

პოლონეთში აბორტზე ევროპის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი რეგულაციები მოქმედებს. 1993 წელს მიღებული კანონით, აბორტი დასაშვებია გაუპატიურების, ინცესტისა და დედის სიცოცხლესთან შეუთავსებელი მდგომარეობის შემთხვევაში.


 

წყარო 

ტეგები: პოლონეთი აბორტი ლიბერალიზება

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

სამუშაო შეხვედრა ზუგდიდში მომუშავე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

1325-ის ლოკალიზაცია: სამოქალაქო ფორუმი ზუგდიდში

ერთადერთი ქალი საპრეზიდენტო კანდიდატი ქალთა უფლებებზე დისკუსიას არ დაესწრო

საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს გენდერულ კვოტას უწესებს

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ინტერპოლმა სუდანში 85 ბავშვი ტრეფიკინგისგან იხსნა

საბერძნეთში ბავშვებით ვაჭრობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საქართველოში 17 ათასი მონაა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker