Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

2018 წლის კანის კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე ქეით ბლანშეტი გახდება. რატოა ეს მნიწვნელოვანი?

კატეგორია: ქალი და კულტურა 
2018-01-11

ქეით ბლანშეტი 2018 წლის კანის ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარეთ დაინიშნა. ფესტივალის 70 წლიანი ისტორიის მანძილზე ქალები მხოლოდ 11-ჯერ იყვნენ წარდგენილი ამ პოზიციაზე. ავსტრალიელი მსახიობი კი მე -12 გახდა.

 

გასულ წელს, კანის ფესტივალმა 70 წლის იუბილე აღნიშნა. მიუხედავად ასეთი სოლიდური თარიღისა და სადღესასწაულო განწყობისა, კინოფესტივალი სკანდალით დაიწყო. გახსნის დაწყებამდე ორგანიზატორებმა გამოაქვეყნეს ფესტივალის ოფიციალური პოსტერი, რომლისთვისაც იტალიელი მსახიობის კლაუდია კარდინალეს საარქივო ფოტოსურათი გამოიყენეს. აღმოჩნდა, რომ სურათი ფოტოშოპში დაამუშავეს და მსახიობის წელი და ტერფები ბევრად უფრო ვიწრო იყო, ვიდრე ორიგინალურ ფოტოზე. ამის შემდეგ ფესტივალის ორგანიზატორები სექსიზმში დაადანაშაულეს.

 

 

 

სკანდალი კარდინალეს ფოტოსურათის ირგვლივ არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ფესტივალი ქალთა უფლებადამცველების კრიტიკის საგანი ხდება. მაგალითად 2015 წელს, უსაფრთხოების თანამშრომლები არ უშვებდნენ კინოფესტივალზე სტუმრებს - ქალებს, რომლებსაც დაბალქუსლიანი ფეხსაცმლი ეცვათ.  „ფეის - კონროლი" ვერ გაიარა რეზონანსული დოკუმენტური ფილმის "ემი"-ს რეჟისორის აზიფ კაპადიას ცოლმა და ცნობილმა დანიელმა პროდიუსერმა და სცენარისტმა ვალერია რიხტერმა. მაშინ ბევრი კინოვარსკვლავი (ემილი ბლანტის და ჯულია რობერტსის ჩათვლით) ამ დისკრიმინაციული მოვლენის წინააღმდეგ გამოვიდა. მოგვიანებით კი ორგანიზატორებმა ახსნეს ეს გაუგებრობით და იმით, რომ რაიმე ოფიციალური ინსტრუქციები მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის შესახედ კანის ფესტივალზე არ არსებობდა.

 

 

 

უფრო დიდ პრობლემას კანებისთვის, რომელიც კონფლიქტების საფუძველი ხდება,  კინოინდუსტრიაში არსებული სქესთა უთანასწორობა წარმოადგენს. ასე, 2012 წელს, ფესტივალის ყველა ნომინანტი მამაკაცი გახდა - ფრანგულმა აქტივისტებმა და რიგმა ქალ რეჟისორებმა დაადანაშაულა კანის კინოფესტივალი დისკრიმინაციაში, ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფრანგულ გაზეთის Le Monde-ს გვერდებზე.  ფესტივალის დირექტორი ტიერი ფრემომ მაშინ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ რეჟისორების სქესი არ არის მონაწილე ფილმების  შერჩევის კრიტერიუმი, გენდერული უთანასწორობა კინოს სამყარიში ჯერ კიდევ არსებობს: "სიმართლე ის არის, რომ ქალები ჯერ კიდევ არ იკავებენ მნიშვნელოვან ადგილს კინოინდუსტრიაში. კანები მხოლოდ გრძელი ჯაჭვის ერთი ნაწილია და არა პრობლემის წყარო. "

 

ბოლო წლებში, ფესტივალის ორგანიზატორები ცდილობენ ხელი შეუწყონ კინოინდუსტრიაში დაწყებულ მოძრაობას გენდერულ თანასწორობისთვის. ასე, 2015 წელს, კომპანია კერინგთან ერთად კანის ფესტივალმა დააწესა სპეციალური ჯილდო Women in Motion, რათა კინოს განვითარებაში ქალების მიერ შეტანილ წვლილზე მიეპყრო ყურადღება. ამ პრიზის მფლობელებს შორის არიან: სიუზან სარანდონი, ჯინა დევისი და იზაბელ იუპერი.

 

 

კანის პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა ქალთა მონაწილეობა ჟიურის შემადგენლობაში. 2017 წელს, "სპეციალური ხედვის" ჟიურის თავმჯდომარე გახდა უმა თურმანი. ჯესიკა ჩესტეინი კი ძირითადი პროგრამის ჟიურის წევრი იყო.

 

 

თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კინოფესტივალის 70 წლის ისტორიის მანძილზე, ჟიურის თავმჯდომარე მხოლოდ 11 ქალი იყო. პირველი 1965 წელს ოლივია დე ჰევილანდი იყო, უკანასკნელი კი - ჯეინ კემპიონი 2014 წელს. წელს, ქეით ბლანშეტი გახდება ჟიურის მე -12 ქალი თავმჯდომარე.

 

 

როგორც მსახიობს, ბლანშეტს აქვს 30 წლიანი გამოცდილება, ის ორი ოსკარის და სამი ოქროს გლობუსის მფლობელია. გარდა ამისა, ბლანშეტი ცნობილია თავისი სოციალური პოზიციითაც. 2017 წლის მაისში, მსახიობი გაეროს ლტოლვილთა კეთილი ნების ელჩი გახდა. ოქტომბერში ბლანშეტი შეუერთდა სექსუალური შევიწროვების წინააღმდეგ კამპანიას.

 

2018 წლის დასაწყისში კი ის გახდა ახალი მოძრაობის Time’s Up-ის ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც მიზნად ისახავს სამსახურში შევიწროვების, ძალადობისა და გენდერული უთანასწორობის წინააღმდეგ ბრძოლას.

 

რჩება იმედი, რომ  ქეით ბლანშეტის დანიშვნა არ გახდება უბრალო გამონაკლისი მიღებული წესებიდან, რომელიც მიმართულია არა მარტო ერთჯერადათ საზოგადოების მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე, არამედ გახდება ახალი ნორმა, როგორც თავად ფესტივალის ისტორიაში, ასევე კინოინდუსტრიაში.

ტეგები: ქეით ბლანშეტი კანის ფესტივალი გენდერული თანასწორობა

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

დაიცავით თქვენი სიცოცხლე - ჩაიტარეთ სკრინინგი!

კატო მიქელაძის პრემიის რიგით მეხუთე დაჯილდოება

16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, ქალთა საინფორმაციო ცენტრი აცხადებს კონკურს

 

მიმართვა

პეტიცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის ქალ კანდიდატთა მხარდასაჭერად

ხელმოწერა

ქალთა საინფორმაციო ცენტრის განცხადება

ხელმოწერა

ქალები პოლიტიკაში - ახალი დღის წესრიგი!

ხელმოწერა

მიმართვა აფხაზეთში მცხოვრებ ქალებს

ხელმოწერა

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

საკოორდინაციო შეხვედრა ადგილობრივ დონეზე გენდერული პოლიტიკის შესახებ

ქუთაისის ვიცე-მერი ქალი გახდა

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ თამარ ყეინიშვილი აირჩიეს

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

უუფლებო დასაქმებულები ქსელურ მარკეტებში

ბავშვთა კიბერსექსუალური ტრეფიკინგი - ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი დანაშაულებრივი ქმედებაა მსოფლიოში

სტამბულში მყიდველებმა Zara-ს ტანსაცმელში საჩივრები იპოვეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

IWPR
eXTReMe Tracker