Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

მსახიობი ჯეიმს ფრანკო სექსუალურ შევიწროვებაში ბრალდებებს უარყოფს

კატეგორია: გენდერული ძალადობა 
2018-01-11

მსახიობი ჯეიმს ფრანკო უარყოფს ბრალდებებს არასრულწლოვანთა სექსუალურ შევიწროვებაში, რომელიც მას მსახიობებმა ვაიოლეტ პეილიმ,  სარა ტიტერ-კაპლანმა და ელი შიდიმ თავის Twitter- ის გვერდზე წაუყენეს.

 

ეს განცხადება ფრანკომ სტივენ კოლბერტის პროგრამაში The Late Show-ი გააკეთა.

 

 

 

 

 

 

 

ფრანკოს თქმით, მის მიმართ ბრალდებები რეალობას არ შეესაბამება.
"ის, რაც წერია Twitter- ზე რეალობას არ შეესაბამება, მაგრამ მე მხარს ვუჭერ იმ ფაქტს, რომ ხალხმა უნდა ისაუბროს მათი გამოცდილების შესახებ", - განაცხადა მსახიობმა.

 

მან დასძინა, რომ მზადაა გამოასწოროს სიტუაცია, თუ ის რაღაცაში შეცდა.

„მე ნამდვილად არ მესმის რა ხდება. იმ ღამეს (ოქროს გლობუსის დაჯილდოვების ცერემონიალი), ბევრი საოცარი ადამიანი გამოვიდა სიტყვით.  მათ ბევრი რამ ჰქონდათ სათქმელი და მე დამაინტერესა მათი მოსმენა, მათგან ცხოვრებისეული გამოცდილების სწავლამ. მე აქ ვარ, რათა მოვუსმინო, ვისწავლო და ვასწავლო სხვებს, თუ რა შეცდომები არ უნდა დაუშვან", - განაცხადა ფრანკომ.

 

ამერიკელ მსახიობს ჯეიმს ფრანკოს წელს ოქროს გლობუსის ჯილდო ერგო ფილმისთვის „კატასტროფის შემსრულებელი“. ცერემონიალის შემდეგ ის სექსუალურ შევიწოვებაში  დაადანაშაულეს. მსახიობმა ვაიოლეტ პალემ ოფიციალურ Twitter- ის გვერდზე დაწერა, რომ ჯეიმს ფრანკომ მასთან სქესობრივი კავშირის დამყარება სცადა, ხოლო მოგვიანებით ის სასტუმროში დაპატიჟა.

 

 

 

 

 

 

 

მაგვიანებით ფრანკოს წინააღმდეგ ბრალდებებს შეუერთდა მისი კინოსკოლის სტუდენტი სარა ტიტერ-კაპლანი. მსახიობმა განაცხადა, რომ ფრანკო აიძულებდა მას გაეხადა გადამღებ მოედანზე, რადგან "ეს ხელშეკრულების მოთხოვნა იყო".

 

წელს ოქროს გლობუსის დაჯილდოების ცერემონიალზე ჰოლივუდის ყველა ვარსკვლავი შავი სამოსით გამოცხადდა. ამ ფორმით მათ სექსუალური შევიწროება და დისკრიმინაცია გააპროტესტეს.

 

შეგახსენებთ, რომ წითელ ხალიჩაზე ფრანკო სამკერდე ნიშნით "Time’s Up"-ით გამოჩნდა, რომელიც სექსუალური შევიწროვების წინააღმდეგ კამპანიის სიმბოლო გახდა და შექმნილია ჰოლივუდის მსახიობების მიერ ძალადობის მსხვერპლთა მხარდასაჭერად.

 


წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

სამუშაო შეხვედრა ზუგდიდში მომუშავე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან

საკონსულტაციო შეხვედრა მარნეულის არასამთავრობო ორგანიზაციებთან

 

მიმართვა

პეტიცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის ქალ კანდიდატთა მხარდასაჭერად

ხელმოწერა

ქალთა საინფორმაციო ცენტრის განცხადება

ხელმოწერა

ქალები პოლიტიკაში - ახალი დღის წესრიგი!

ხელმოწერა

მიმართვა აფხაზეთში მცხოვრებ ქალებს

ხელმოწერა

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

იულია ტიმოშენკო უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას

ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა 2018-2019 წლების გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

თბილისის საკრებულოს სხდომაზე მუნიციპალიტეტის გენდერული სტრატეგიის 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

თურქეთში ტრეფიკინგის მსხვერპლი საქართველოს სამი მოქალაქე გაათავისუფლეს

ელისონ მეკი სექსუალური მონობისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავეს

პროსტიტუციასთან დაკავშირებულ დანაშაულებებზე კანონმდებლობა მკაცრდება

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker