Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ნინო ლომჯარიამ ახალი მოადგილეები წარადგინა

კატეგორია: მოვლენები 
2018-01-10

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მოადგილეები წარადგინა. მის პირველ მოადგილედ თამარ გვარამაძე დაინიშნა, მეორე მოადგილედ გიორგი ბურჯანაძე, ხოლო მესამე მოადგილე კი ეკა სხილაძე იქნება. ამის შესახებ სახალხო დამცველმა ბრიფინგზე განაცხადა.

 

მისი თქმით, პირველი მოადგილე, თამარ გვარამაძე ადმინისტრაციას უხელმძღვანელებს.

 

„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო წინა ხელმძღვანელობას. ბევრი რამ გაკეთდა სახალხო დამცველის აპარატისთვის. გაძლიერდა რეგიონალური მიმართულებები, თუმცა მე მაქვს საკუთარი ხედვა აპარატთან მიმართებით და ვფიქრობ, ამ გუნდთან ერთად შევძლებ მიზნების განხორციელებას.

 

თამარ გვარამაძეს აქვს ძალიან მდიდარი გამოცდილება როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით, ასევე მენეჯმენტის და აკადემიური საქმიანობის მიმართულებით. ის გახლავთ თსუს-ს სამართლის დოქტორი და ასოცირებული პროფესორი. იგი არის პროფესიით იურისტი. უმუშავია როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის ადვოკატს რამოდენიმე წლის განმავლობაში და მისი მონაწილეობით და ჩართულობით დაიცვა ასობით ადამიანის უფლება. ძირითადად მუშაობდა სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ უფლებებზე. ხანგრძლივი მენეჯმენტის გამოცდილება როგორც არასამთავრობო სექტორში, ასევე საჯარო დაწესებულებაში. თამარ გვარამაძე გახლდათ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი. იყო საია-ს იურიდიული დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი.

 

გიორგი ბურჯანაძე ფლობს სამართალმცოდნეობის ბაკალავრის ხარისხს, ასევე სისხლის სამართლის მაგისტრის ხარისხს, შედარებითი კონსტიტუციური სამართლის მაგისტრის ხარისხის, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტიდან და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. მუშაობდა წლების განმავლობაში საია-ში მართლმსაჯულების მიმართულებით. 2010 წლიდან საქმიანობა გააგრძელა სახალხო დამცველის აპარატში მართლმსაჯულების დეპარტამენტში. იყო პირველი სასამართლო მეგობრის მოსაზრების ავტორი, რომელიც საქართველოს სახალხო დამცველის სახელით გაიგზავნა სასამართლოში. 2012-2014 წლებში მუშაობდა ევროკავშირის პროექტში. 2014 წლიდან ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველო“-ში და იყო ადამიანის უფლებათა პროგრამის ხელმძღვანელი.

 

 

მესამე მოადგილე ეკა სხილაძე 2013 წლიდან მუშაობს სახალხო დამცველის აპარატში. 2016 წლიდან იკავებდა სახალხო დამცველის მოადგილის პოზიციას“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

 

 

ამ დრომდე, სახალხო დამცველის პირველი მოადგილის თანამდებობას ნათია კაციტაძე იკავებდა, რომელიც პოსტზე 2016 წლის ივლისში დაინიშნა. სახალხო დამცველის მეორე მოადგილე კი ეკატერინე სხილაძე იყო, რომელიც ამ თანამდებობაზე ასევე 2016 წლის ივლისიდან მუშაობდა.

 

ტეგები: სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მოადგილეები

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

სამუშაო შეხვედრა ზუგდიდში მომუშავე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

1325-ის ლოკალიზაცია: სამოქალაქო ფორუმი ზუგდიდში

ერთადერთი ქალი საპრეზიდენტო კანდიდატი ქალთა უფლებებზე დისკუსიას არ დაესწრო

საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს გენდერულ კვოტას უწესებს

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ინტერპოლმა სუდანში 85 ბავშვი ტრეფიკინგისგან იხსნა

საბერძნეთში ბავშვებით ვაჭრობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საქართველოში 17 ათასი მონაა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker