Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად ანა ნაცვლიშვილი დაინიშნა

კატეგორია: გენდერი კავკასიაში 
2018-01-09

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საპარლამენტო მდივნის თანამდებობაზე ანა ნაცვლიშვილი დანიშნა. შესაბამისი განკარგულება საქართველოს პრეზიდენტმა დღეს გამოსცა და მედიას ანა ნაცვლიშვილი წარუდგინა.

 

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ახალი საპარლამენტო მდივნის ანა ნაცვლიშვილის, როგორც იურისტის, ადამიანის უფლებათა დამცველის საქმიანობას და ასევე, სახელმწიფოებრივ, სამართლებრივ და საკანონმდებლო პროცესებში ერთერთ ყველაზე პრინციპულ და მნიშვნელოვან ხმას კარგად იცნობს ქართული საზოგადოება.

 

"სწორედ, მისი ხედვიდან, მისი პრინციპების მიმართ ერთგულებიდან და აგრეთვე მისი მაღალი იურიდიული კვალიფიკაციიდან გამომდინარე, მე შევთავაზე მას ერთერთი უმნიშვნელოვანესი საქმიანობა და მიხარია, რომ ქალბატონი ანა დათანხმდა ამ თანამდებობას. ჩვენ კვლავაც ძალიან აქტიურად გავაგრძელებთ თანამშრომლობას მთავარ საპარლამენტო ორგანოსთან საქართველოს პარლამენტთან და იმედი მაქვს, რომ ეს თანამშრომლობა იქნება ორიენტირებული უკეთესი სამართლებრივი, პოლიტიკური რეალობის შესაქმნელად საქართველოში", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

 

საქართველოს პრეზიდენტმა ანა ნაცვლიშვილს წარმატება და ქვეყნის საკეთილდღეოდ ეფექტიანი მუშაობა უსურვა. თავის მხრივ ანა ნაცვლიშვილმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს ნდობისათვის და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის მიერ გამოხატული მაღალი ნდობა უდიდესი პასუხისმგებლობაა.
ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, იგი გააგრძელებს მუშაობას და წვლილის შეტანას იმ უდიდეს საქმეში, რასაც საქართველოსთვის მაღალი სტანდარტის საკანონმდებლო ბაზის შემქნა, სახელმწიფო ინსტიტუტების და დემოკრატიის დაცვა და განმტკიცება ჰქვია.

 

"მაქვს მზაობა და იმედი იმისა, რომ ჩვენი თანამშრომლობა როგორც საქართველოს საკანონმდებლო ორგანოსთან, ასევე საკანონმდებლო პროცესით დაინტერესებულ და ამ პროცესში ჩართულ, ყველა სახელმწიფო უწყებასთან, დაფუძნებული იქნება პატივისცემის პრინციპზე, იქნება კონსტრუქციული და შედეგიანი",- აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

 

ანა ნაცვლიშვილი “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ხელმძღვანელი იყო.  იგი საია-ს თავმჯდომარედ 2014 წელს აირჩიეს.

ანა ნაცვლიშვილი 2011-2012 წლებში სწავლობდა ესექსის უნივერსიტეტში (დიდი ბრიტანეთი), მიენიჭა მაგისტრის აკადემიური ხარისხი ადამიანის უფლებათა და საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალში (LLM with Distinction); 2006-2007 წლებში სწავლობდა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში (უნგრეთი), მიენიჭა მაგისტრის აკადემიური ხარისხი ადამიანის უფლებათა სამართალში; 2002-2006 წლებში სწავლობდა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მიენიჭა სამართალმცოდნეობის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი; 2003-2004 წლებში გაიარა საია-ს იურიდიული განათლებისა და ინფორმაციის ცენტრის ერთწლიანი სასწავლო კურსი; 2013 წლიდან მუშაობდა საია-ს საპარლამენტო მდივნად, ასევე კითხულობს ლექციებს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU) და საიას სამართლებრივი განათლების ხელშეწყობის ფონდში;

ანა ნაცვლიშვილი 2012-2013 წლებში მუშაობდა ვენასა და პოლონეთში ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) და ამავე ორგანიზაციის დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა  ოფისში (დიაუო) სპეციალისტად; 2011-2012 წლებში მუშაობდა დიდ ბრიტანეთში გარდამავალი პერიოდის სამართლის ქსელში(ETJN) ასოცირებულ მკვლევარად;  2011 წელს მუშაობდა საქართველოში, საერთაშორისო ორგანიზაცია “ციხის საერთაშორისო რეფორმის” (PRI) კავკასიის ოფისში რეგიონალური პროექტის კორდინატორად; 2008 – 2010 წლებში მუშაობდა საქართველოში, ადამიანის უფლებათა ცენტრში (HRIDC) რეგიონული პროექტის კოორდინატორად; 2007-2008 წლებში, ადამიანის უფლებათა მესამე ათასწლეულის პროგრამის ფარგლებში, სტაჟირება გაიარა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია “ARTICLE 19”- ში, დიდ ბრიტანეთში და კვაზულუ-ნატალის უნივერსიტეტში; სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში;


ტეგები: საპარლამენტო მდივნი ანა ნაცვლიშვილი

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

საკონსულტაციო შეხვედრა ქ. რუსთავის არასამთავრობო ორგანიზაციებთან

ხობის მუნიციპალიტეტში მომუშავე ქალთა ორგანიზაციების, აქტივისტების, ლიდერ ქალთა საყურადღებოდ!

სიღნაღის მუნიციპალიტეტში მომუშავე ქალთა ორგანიზაციების, აქტივისტების, ლიდერ ქალთა საყურადღებოდ!

 

მიმართვა

პეტიცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის ქალ კანდიდატთა მხარდასაჭერად

ხელმოწერა

ქალთა საინფორმაციო ცენტრის განცხადება

ხელმოწერა

ქალები პოლიტიკაში - ახალი დღის წესრიგი!

ხელმოწერა

მიმართვა აფხაზეთში მცხოვრებ ქალებს

ხელმოწერა

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

პრობლემების იდენტიფიცირება ხობის მუნიციპალიტეტში

მაია ცქიტიშვილი რეგიონული განვითარების მინისტრი გახდა

ნუ წავალთ საკუთარი მოქალაქეებისა და ევროპის წინააღმდეგ!

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

პროსტიტუციასთან დაკავშირებულ დანაშაულებებზე კანონმდებლობა მკაცრდება

ევროპის საბჭო - საქართველოში შრომითი ექსპლუატაციის შემთხვევების რიცხვი გაიზარდა

რომის პაპი: იძულებითი პროსტიტუცია, ეს ქალის წამებაა

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

IWPR
eXTReMe Tracker