Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Женщины могут, женщины действуют, женщины меняют!

Ge

En

Ru

მან იცოდა- ლოს-ანჯელესის ქუჩებში მერილ სტრიპის საწინააღმდეგო პლაკატები გააკრეს

Категория: Интересное 
2017-12-21

ლოს-ანჯელესის ქუჩებში მსახიობ მერილ სტრიპისა და პროდიუსერ ჰარვი ვაინშტეინის პლაკატები გავრცელდა, რომლებშიც მერილ სტრიპს ვაინშტეინის სექსუალური ძალადობის შესახებ დუმილში სდებენ ბრალს. პლაკატზე სტრიპის სახეზე წარწერაა "მან იცოდა".

 

პოსტერები მსახიობის ლოს-ანჯელესის სახლის მახლობლად და სტუდია 20th Century Fox-თან გააკრეს.

 

 

 

პლაკატის ავტორები სტრიპს ადანაშაულებენ იმაში, რომ მან ვაინშტეინის მხრიდან ქალებზე სექსუალური ძალადობის ფაქტების შესახებ იცოდა, მაგრამ ამაზე ხმამაღლა არ ლაპარაკობდა.

 

 

 

 

19 დეკემბერს, მსახიობმა როუზ მაკგოუენმა მერილ სტრიპი, ჰარვი ვაინშტეინის სექსუალური ძალადობის შესახებ დუმილის გამო გააკრიტიკა. "მსახიობებო, როგორც მერილ სტრიპ...თქვენი სიჩუმე დანაშაულია", - დაწერა მაკგოუენმა, თუმცა "თვითი" ამჟამად წაშლილია.

 

სტრიპმა ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ ვაინშტეინის ქცევების შესახებ არაფერი იცოდა. "მტკივნეულია მაკგოუენის მხრიდან ნიუსების სათაურებიდან თავდასხმები, მაგრამ მინდა მან იცოდეს, რომ ვაინშტაინის დანაშაულებრივ ქმედებებზე არაფერი ვიცოდი", - განაცხადა მსახიობმა.

 

როუზ მაკგოუენი ერთ-ერთი პირველია იმ მსახიობთა შორის, რომლებმაც ჰარვი ვაინშტეინი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს.

 

ამერიკული კინემატოგრაფის ყველაზე გავლენიანმა ქალმა მსახიობებმა გადაწყვიტეს, რომ ოქროს გლობუსი 2018-ის ცერემონიაზე, 2017 წლის განმავლობაში ჰოლივუდში მომხდარი სექს-სკანდალის პროტესტის ნიშნად, შავი კაბები ჩაიცვან და ამ გზით კიდევ ერთხელ დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია. მათ შორისაა მერილ სტრიპიც, რომელმაც ჯერ კიდევ ივლისში ჰარვი ვაინშტეინი გააკრიტიკა და მას "სამარცხვინო" უწოდა.

 

 

Предыдущая страница 

Webmaster

 

Анонсы

Фонд Молодых Феминисток объявил запуск 4-го конкурса грантов

Насилие в отношении женщин это преступление - остановим!

Омбудсмен Грузии объявил конкурс "Журналисты за права женщин"

 

Видеоархив

Отношение молодежи к вопросам гендерного равенства

 

Гендерная политика

Жанин Аньес стала новым президентом Боливии

Правительство Бельгии впервые возглавила женщина

Впервые главой столицы Колумбии избрана женщина

 

Фотоархив

Официальный визит шведских политиков

 

Треффикинг

В рабство через интернет. Как продают и покупают домработниц в Кувейте

Принудительный труд - самая распространенная форма рабства в Европе

Торговля людьми процветает во всех без исключения странах и регионах

 

Горячая линия

Тел.: 116 006

Горячая линия для жертв домашнего насилия

Тел.: 2 100 229

Горячая линия для жертв торговли людьми

Тел.: 2 26 16 27

Горячая линия Национальной сети против насилия (НПО)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker