Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

სალამა ჰაიეკი ჰარვი ვაინშტეინზე: წლების განმავლობაში ის ჩემი მონსტრი იყო

კატეგორია: გენდერული ძალადობა 
2017-12-14

სელმა ჰაიეკმა New York Times-ში წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ცნობილი პროდიუსერის ჰარვი ვაინშტეინის მხრიდან სექსუალურ შევიწროებაზე წერს.

 

სელმა ჰაიეკის თქმით, პროდიუსერმა მისი შევიწროება 2002 წელს დაიწყო, როდესაც მას ფილმ "ფრიდაში" იღებდნენ.

 

მსახიობმა განაცხადა, რომ "ჰარვი ვაინშტეინი მრავალი წლის განმავლობაში მისი მონსტრი იყო."

 

 

"ჰარვი ვაინშტეინი იყო კინომანი, რისკიანი ადამიანი, კინოს მფარველი, მოსიყვარულე მამა და მონსტრი. მრავალი წლის განმავლობაში ის ჩემი მონსტრიც იყო ", - წერს ჰაიეკი.

 

 

 

 

 

მსახიობის თქმით, მას მრავალჯერ მოუხდა უარის თქმა პროდიუსერის შეთავაზებაზე ერთად შხაპის მიღების, მასაჟის და სექსის შესახებ. გარდა ამისა, ბრალდების მიხედვით, ვაინშტეინი მას მოკვლითაც დაემუქრა.

 

გარდა ამისა, ვაინშტეინმა ჰაიეკს სხვა ქალთან სექსუალურ სცენაში გადაღება მოსთხოვა, რის გამოც მსახიობს ნერვული შეტევა დაემართა. ჰაიეკის თქმით, მდგომარეობიდან გამოსვლაში მას ედუარდ ნორტონი, ანტონიო ბანდერასი და ეშლი ჯადი დაეხმარნენ.

 

 

ჰარვი ვაინშტეინი ჰოლივუდის ვარსკვლავის სექსუალურ შევიწროებს უარყოფს. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება მისმა წარმომადგენელმა გააკეთა. აღნიშნულ ინფორმაციას deadline-ი ავრცელებს.

 

 

 

 

"ყველა სექსუალური ბრალდება, რომლებიც სელმამ დაასახელა სიმართლეს არ შეეფერება, ადამიანები კი, რომლებიც ამ მოვლენების მოწმეები იყვნენ, განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ. ვაინშტეინი სელმას როგორც უმაღლესი რანგის მსახიობს ისე მიიჩნევს, ამიტომ გადაიღო რამდენიმე ფილმში და მას ძალიან გაუხარდა, როდესაც სელმამ ფილმისთვის "ფრიდა"საუკეთესო მსახიობის ტიტული მოიპოვა. ამ როლით ჯენიფერ ლოპესიც იყო დაინტერესებული, თუმცა, ჰარვიმ ყველაფერი გააკეთა, რომ სელმა აეყვანათ,"- ნათქვამია განცხადებაში.

 

ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ ვაინშტეინის სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ. სკანდალური საქმის შესახებ მასალები თითქმის ერთდროულად გამოაქვეყნა ორმა წამყვანმა ამერიკულმა გამოცემამ - The New York Times-მა და The New Yorker-მა.

 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ფინეთს მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერმინისტრი ეყოლება

ნიდერლანდებში კომპანიებს საბჭოებში ქალთა რაოდენობის გაზრდის მიზნით 30%-იანი კვოტა დაუწესეს

ნინო ცაციაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker