Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ტრამპს სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებენ და მოითხოვენ, ბრალდებები კონგრესმა შეისწავლოს

კატეგორია: გენდერული ძალადობა 
2017-12-12

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სამმა ქალმა საჯაროდ დაადანაშაულა სექსუალურ შევიწროვებაში. მათ განაცხადეს, რომ აშშ-ს კონგრესმა უნდა დაიწყოს საქმის წარმოება, წარსულში სახელმწიფოს მეთაურის შეუსაბამო ქცევის შესახებ.

 

 

ჯესიკა ლიდზიმ, რეიჩელ კრუკსიმ და სამანტა ჰოლვეიმ  მონაწილეობა მიიღეს NBC- ის გადაცემაში «Megyn Kelly Today» და  ამის შესახებ ჟურნალისტ მეგან კელისთან ინტერვიუში განაცხადეს. აღსანიშნავია, რომ ტრამპი უარყოფს ყველა ბრალდებას.

 

 

 

 

 

 

ქალები აცხადებენ, რომ მათი ბრალდებები ყურადსაღებია იმ დისკუსიის ფონზე, რომელიც აშშ-ში სექსუალური შევიწროვების საკითხზე მასშტაბურად მიმდინარეობს.

 

 

არასამთავრობო ორგანიზაცია Brave New Films-მა ვიდეო გადაიღო, სადაც 16 ქალი ტარმპს შევიწროებაში ადანაშაულებს. ქალები ყვებიან, რომ ტრამპი მათ უნებართვოდ ეხებოდა, ხელს ინტიმურ ადგილებზე კიდებდა.

 

 

 

„კონგრესმა გვერდზე უნდა გადადოს საკუთარი პოლიტიკური განწყობები და ტრამპის არასათანადო სექსუალური ქცევის ისტორია შეისწავლოს" - თქვა კრუკსმა.

 

 

ქალები ამბობენ, რომ არ აქვთ ტრამპის გადადგომის მოლოდინი, თუმცა მან საკუთარ ქმედებებზე პასუხი უნდა აგოს.

 

 

თეთრი სახლი უარყოფს ბრალდებებს, რომელთაგან ზოგიერთი, ქალების თქმით 1980-იან წლებში მოხდა.

 

 

NBC NEW-ის ინფორმაციით, 56-მა დემოკრატმა კონგრესმენმა ქალმა სამთავრობო რეფორმათა კომიტეტს ამ ბრალდებების შესწავლის მოთხოვნით მიმართა.

 

 

წერილში აღნიშნულია, რომ „ქვეყანა იმსახურებს ამ ბრალდებების სიღრმისეულ გამოძიებას".

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ნიდერლანდებში კომპანიებს საბჭოებში ქალთა რაოდენობის გაზრდის მიზნით 30%-იანი კვოტა დაუწესეს

ნინო ცაციაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

ბოლივიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ქალი გახდა

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker