Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ისლანდია - საუკეთესო ქვეყანა ქალებისთვის მსოფლიოში

კატეგორია: ექსკლუზივი 
2017-12-08

42 წლის წინ, ისლანდიელი ქალები გაიფიცნენ. მათ ერთი დღის განმავლობაში უარი თქვეს მუშაობაზე, მზარეულობაზე და ბავშვების მოვლაზე. ეს იყო დღე, რომელმაც შეცვალა ქვეყნის ისტორია და ისლანდია გენდერული თანასწორობისთვის ბრძოლის ლიდერად აქცია.

 

როდესაც, რონალდ რეიგანი აშშ-ს პრეზიდენტი გახდა, ისლანდიაში ერთმა პატარა ბიჭმა უთხრა თავის დედას: "ის არ შეიძლება პრეზიდენტი იყოს. ის ხომ კაცია! ".
ეს იყო 1980 წლის ნოემბერი.

 

იმავე წლის ზაფხულში ისლანდიის საპრეზიდენტო არჩევნებში განქორწინებულმა მარტოხელა დედომ, ვიგდის ფინბოგადოტირმა გაიმარჯვა. ბიჭმა არ იცოდა, რომ ვიგდი გახდა პირველი ქალი პრეზიდენტი ევროპაში და მსოფლიოში პირველი ქალი, რომელიც დემოკრატიული გზით იყო არჩეული.

 

 

 

ამის შემდეგ ისლანდიაში ბევრი ბავშვი გაიზარდა და ისინი დარწმუნებულები იყვნენ, რომ პრეზიდენტობა მხოლოდ ქალის საქმეა, რადგან ვიგდის ფინბოგადოტირი ამ პოსტს 16 წლის განმავლობაში ინარჩუნებდა. ამ დროის განმავლობაში ისლანდია გახდა მსოფლიოში ყველაზე ფემინისტური ქვეყანა.
ვიგიდის თქმით, ის არასდროს გახდებოდა პრეზიდენტი, რომ არ ყოფილიყო 1975 წლის 24 ოქტომბერი - დღე როცა ქალთა 90% -მა გადაწყვიტა საკუთარი მნიშვნელობის დემონსტრირება და გაფიცვა მოაწყო.

 

 

 

ეს დღე ისლანდიაში ქალთა დასვევების დღედ არის ცნობილი და ვიგიდისი მიიჩნევს, რომ ეს იყო ქვეყნის ისტორიისათვის გადამწყვეტი მომენტი.
"ეს დღე იყო პირველი ნაბიჯი ქალთა ემანსიპაციისთვის ისლანდიაში", - ამბობს ის. "ამ დღეს ქვეყანა სრულიად პარალიზებული იყო, რამაც ბევრ მამაკაცს თვალები აუხილა."

 

მაშინ რეიკიავიკის ქუჩებში 25 ათასი ქალი გამოვიდა. იმ დროისთვის ეს იყო ყველაზე მასშტაბური აქცია კუნძულზე, რომლის მოსახლეობა 330 ათასს ადამიანს შეადგენს.

 

 

 

1915 წელს ისლანდია გახდა მესამე ქვეყანა ფინეთის და ახალი ზელანდიის შემდეგ, სადაც ქალებს ხმის უფლება მიეცათ. მაგრამ მომდევნო 60 წლის განმავლობაში მხოლოდ ცხრა ქალმა შეძლო შესულიყო ქვეყნის პარლამენტში. 1975 წელს ისლანდიის პარლამენტში მხოლოდ სამი ქალი იყო, დეპუტატების საერთო რაოდენობა კი 5% შეადგენდა.

 

აქციის შემდეგ, 1980 წელს, საპრეზიდენტო არჩევნებში, ვიგდის ფინბოგადოტირმა დაამარცხა სამი კანდიდატი კაცი. ის ისეთი პოპულარობით სარგებლობდა თავის ქვეყანაში, რომ მომდევნო ორ არჩევნებში ერთხმად იქნა არჩეული.

 

1983 წლის საპარლამენტო არჩევნებში ასევე ახალმა პარტიამ- ქალთა ალიანსმა გაიმარჯვა. 2000 წელს მამაკაცებმა მიიღეს ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულების გამოყენების უფლება და 2010 წელს პირველად ქვეყნის პრემიერ- მინისტრი გახდა ქალი, იოჰანა სიგურდარდოტირი - პირველი ღია ლესბოსელი პრემიერ- მინისტრი მსოფლიოში. იმავე წელს ქვეყანაში აკრძალეს სტრიპტიზ კლუბები.

 

 

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ანგარიშის მოხედვით, რომელიც გენდერული თანასწორობის ინდექსს ყაველწლიურად აქვეყნებს, 2009 წლიდან ისლანდია პირველ ადგილს იკავებს. ცოტა ხნის წინ ჟურნალ «The Economist»-ა კი  ისლანდია დასაქმებული ქალებისათვის მსოფლიოში საუკეთესო ქვეყნად დაასახელა.

 

და თუ 1975 წლისთვის ისლანდიის პარლამენტში 63 დეპუტატიდან მხოლოდ 3 ქალი იყო, 2016 წელს ისინი უკვე 44% შეადგენდნენ.

 

2017 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ქალები კვლავ 38,6%-ს შეადგენენ მმართველ ორგანოში და ფემინისტი კატრინ იაკობსდოტირი გახდა ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრი.

 

ისლანდიელი ქალები ამბობენ, რომ ქვეყანას ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი. ქვეყანაში ქალებს, მამაკაცებთან შედარებით ქვლავ ნაკლები ეკონომიკური ძალა აქვთ.  ქალების მხოლოდ 22% არის ხელმძღვანელ პოზიციებზე და ისინი მამაკაცებზე 14% -ით ნაკლებს გამოიმუშავებენ.

 

 

ახლა ვიგდის ფინბოგადოტირი უკვე 80 წლისაა და ის დიდი იმედით უყურეს მომავალს.
"ისლანდიაში ამბობენ, რომ "თოვლი ძალიან სწრაფად აქრობს კვალს", რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანები სწრაფათ ივიწყებენ ცხობრების მნიშვნელოვან მოვლენებს. მაგრამ ჩვენ სულ ვილაპარაკებთ ქალებისათვის იმ მნიშვნელოვან დღეზე და არ მივცემთ საშუალებას, რომ ხალხმა ეს დაივიწყოს. ეს იყო შესანიშნავი, "- ამბობს ვიგდის ფინბოგადოტირი.

 

 

ტეგები: ისლანდია ქალთა

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

სამუშაო შეხვედრა ზუგდიდში მომუშავე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან

საკონსულტაციო შეხვედრა მარნეულის არასამთავრობო ორგანიზაციებთან

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ასპინძის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს

ხობის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა დაამტკიცეს

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

საბერძნეთში ბავშვებით ვაჭრობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საქართველოში 17 ათასი მონაა

ინდოეთში დედა ტერეზას საქველმოქმედო დაწესებულებას ბავშვებით ვაჭრობაში ადანაშაულებენ

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker