Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ანჯელინა ჯოლი: დავეხმაროთ ქალებს თავიანთი ისტორიების მოყოლაში

კატეგორია: გენდერი მსოფლიოში 
2017-12-07

ლოს-ანჯელესში გაიმართა ჟურნალ Hollywood Reporter  საზეიმო საუზმე, რომელიც მიეძღვნა ქალებს, რომელთა მიღწევაც კინოინდუსტრიაში არ დარჩა შეუმჩნეველი.

 

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ჯენიფერ ლოურენსმა, ანჯელინა ჯოლიმ, ჯასტინ ტიმბერლეიკმა, კინოსა და შოუ ბიზნესის სხვა ვარსკვლავებმა.

 

ერთ-ერთი მთავარი თემა შეხვედრაზე სექსუალური ძალადობის პრობლემა გახდა.

 

ჯენიფერ ლოურენსმა თავის გამოსვლაში ისაუბრა სექსუალური შევიწროვების მსხვერპლი ქალების მხარდაჭერაზე, რომლებსაც არ შეეშინდათ ამის შესახებ ხმამაღლა საუბარი. „მინდა აღვნიშნო ყველა ქალი, რომელსაც არ შეეშინდა ამის შესახებ საუბარი და თავისი თავის დაცვა,“- თქვა ლოურენსმა.

 

 

ალბათ ყველაზე გამორჩეული მოვლენა შეხვედრაზე გახდა ანჯელინა ჯოლის სიტყვით გამოსვლა. თავის გამოსვლაში ჯოლი შეეხო გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების თემას.

 

„ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი უფლებებისათვის და არ უნდა შეგვეშინდეს სიმართლის თქმის ", - განაცხადა მსახიობმა.

 

 

 

 

ჯოლიმ ასევე ისაუბრა იმ ფაქტზე, რომ კინოინდუსტრიაში გენდერული უთანასწორობა ძალიან გავრცელებული პრობლემაა და რომ ქალი მსახიობის ანაზღაურება ბევრად უფრო დაბალია, ვიდრე მათი კაცი კოლეგების.
„ყველამ კარგად ვიცით, რომ ჩვენს საქმიანობის სფეროში თანასწორობის ნაკლებობაა და ჩვენ ეს უნდა შევცვალოთ,“- განაცხადა მან.

 

ჯოლიმ ქალებს საერთაშორისო ქალთა სოლიდარობისაკენ მოუწოდა ხელოვნების გზით.

 

"ჩვენ გვაქვს თავისუფლება ვიყოთ ხელოვნები. ჩვენ გვაქვს შემოქმედების თავისუფლება, ხელისუფლების დაცინვის უფლება, უფლება ვილაპარაკოთ ჭეშმარიტების შესახებ ისე, როგორც ჩვენ გვესმის ის. ჩვენ გვაქვს თავისუფლება, რომელიც მთელს მსოფლიოში მილიონობით სხვა ქალისთვის წარმოუდგენელია - ქალებისათვის, რომლებიც ცხოვრობენ კონფლიქტის და ტერორიზმის დროს, სიღარიბეში და იძულებით გადაადგილებაში, რომლებსაც ერთი შანსიც კი არ გააჩნიათ, რომ მათი ხმა იქნეს მოსმენილი და ამიტომაც ისინი ყოველთვის დუმან. დაეხმარეთ მათ გვიამბონ თავიანთი ისტორიების შესახებ", - თქვა მსახიობმა.

 

 

„მე პატივს ვცემ ყველა იმ ქალს ვინც ჩვენამდე სცადა ხელოვნური ბარიერების გარღვევა, იმისთვის, რომ დღეს ჩვენ აქ დგომა შეგვძლებოდა. უპირველეს ყოვლისა, მე პატივს ვცემ ყველა იმ ქალ მსახიობს, ჟურნალისტს, უფლებადამცველს და ადვოკატს, რომელიც უარს ამბობს, რომ იყოს დაშინებული; ისინი მამაცი ადამიანები არიან, რადგან იბრძვიან და მე მჯერა, რომ ერთ დღესაც გახდება შესაძლებელი, რომ სხვებსაც ჰქონდეს თავისუფლება, რომელიც ჩვენ გვაქვს ახლა"- განაცხადა ჯოლიმ შეხვედრაზე.

 

 

 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ბარაკ ობამა: ქალები კაცებზე უკეთესი ლიდერები არიან

ბრიტანეთის ახლადარჩეულ პარლამენტში ქალი დეპუტატების რეკორდული რაოდენობა შევიდა

12 მინისტრი ქალი და 7 კაცი - ფინეთს ახალი მთავრობა ჰყავს

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker