Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ნორვეგიაში სექსუალური ძალადობის და გაუპატიურების 151 საქმე გაიხსნა

კატეგორია: გენდერული ძალადობა 
2017-11-30

ნორვეგიაში სექსუალური ძალადობის სკანდალური საქმე გაიხსნა. ქვეყნის ჩრდილოეთით, ლაპლანდიაში, ტიუსფიორდის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელ დრაგში 1953-2017 წლებში 151 სექსუალური ძალადობის, აქედან 43 გაუპატიურების ფაქტი დაფიქსირდა. ამის შესახებ Guardian-ი წერს.

 

 

 

 

 

 

 

 

პოლიციის ანგარიშის თანახმად, 82 მსხვერპლის ასაკი ოთხიდან 75 წლამდეა, ხოლო ეჭვმიტანილების რაოდენობა 92 შეადგენს და მათ შორის სამი ქალია.

 

სექსუალური ძალადობის 82 მსხვერპლიდან 40 ათ წლამდე ბავშვი იყო. აქედან ყველაზე პატარა 4 წლის იყო. მათი უმრავლესობა საამების ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები არიან, რომლებიც სკანდინავიის ტერიტორიაზე უკვე 1000 წელზე მეტია ცხოვრობენ.

 

გამოძიების თანახმად, მოზარდებზე სექსუალური ძალადობის კვალი ადგილობრივ ეკლესიამდე მიდის, რომელიც წლების განმავლობაში სოფლის 2000-კაციან მოსახლეობას პურიტანული დოგმების დაცვისკენ მოუწოდებდა.

 

პოლიციის თქმით, დანაშაულის 100 ფაქტი იმდენად ძველია, რომ სასამართლომდე ვერ მივა. ამას ემატება ისიც, რომ მოძალადეთა დიდი ნაწილი დღეს ცოცხალი აღარც არის.


 

ტეგები: ნორვეგია სექსუალური ძალადობა

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ფინეთს მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერმინისტრი ეყოლება

ნიდერლანდებში კომპანიებს საბჭოებში ქალთა რაოდენობის გაზრდის მიზნით 30%-იანი კვოტა დაუწესეს

ნინო ცაციაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker