Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

მაკრონმა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ხუთწლიანი გეგმა წარადგინა

კატეგორია: გენდერული ძალადობა 
2017-11-27

საფრანგეთი მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლას გააძლიერებს. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

 

"დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტობის ხუთი წლის განმავლობაში ჩემი მთავარი საქმე არის ბრძოლა გენდერული თანასწორობისათვის და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ " - განაცხადა მაკრონმა. პრეზიდენტის თქმით, 2018 წელს გენდერული თანასწორობის პროგრამების განხორციელებისათვის გამოიყოფა € 420 მილიონი.

 

 

რესპუბლიკის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ შარშან საფრანგეთში, 123 ქალი იყო მოკლული მათი პარტნიორის ან ყოფილი პარტნიორის მიერ, დაახლოებით 225 ათასი გახდა ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, ამასთან მხოლოდ ხუთიდან ერთმა მიმართა პოლიციას. მაკრონმა სიტყვით გამოსვლისას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო დაღუპული ქალების ხსოვნას.

 

"რესპუბლიკაში ყველა ქალს აქვს უფლება იყოს დაცული, საფრანგეთი აღარ უნდა იყოს იმ ქვეყნების რიგში, სადაც ქალებს შიშის გრძნობა ეუფლებათ" - განაცხადა მან. მაკრონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ "საზოგადოება კვლავ არის სექსისტური". „ჩვენ გავაძლიერებთ გენდერული და ძალადობაზე დაფუძნებული დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლას, რომელიც ყოველდღიურად განხორციელდება", - განაცხადა პრეზიდენტმა.

 

გეგმა, რომელიც პრეზიდენტმა წარადგინა, ხუთი წლის განმავლობაში განხორციელდება და სამი პრიორიტეტისგან შედგება: სპეციალისტების მომზადება განათლების სფეროში, ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის გაძლიერება და ძალადობასთან ბრძოლის გაფართოება."

 

გავრცელებული ინფორმაციით, 2018 წელს საფრანგეთში ყველა სკოლაში დაინერგება სასწავლო კურსი, რომელიც მიმართული იქნება სექსიზმთან და ძალადობასთან ბრძოლაზე, სამედიცინო დაწესებულებებში ჩამოყალიბდება ჯგუფები, რომელიც ქალებს სამედიცინო-ფსიქოლოგიურ მომსახურებას გაუწევს. "უახლოეს თვეებში პარიზში დაიწყებს მუშაობას ათი ასეთი ჯგუფი," - დაპირდა რესპუბლიკის ხელმძღვანელი.

 

გარდა ამისა, კანონმდებლობაში ახალი დანაშაულის ცნება შევა - "სექსისტური ხასიათის შეურაცხმყოფა ".
"ქუჩა არ უნდა იყოს ქალებისათვის ყოველდღიური ჯოჯოხეთის ადგილი", - განაცხადა მაკრონმა.

 

დაგეგმილია რიგი ცვლილებები პოლიციის სისტემაში, რომელიც  გაუპატიურების და სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა დახმარებას უფრო დროულს და ეფექტურს გახდის. ასევე ამიერიდან, საფრთხის შემთხვევაში, ქალებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს  მოითხოვონ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერება, რათა სახლში უსაფრთხოდ მივიდნენ.

ტეგები: გენდერული თანასწორობა საფრანგეთი ქალთა მიმართ ძალადობა გეგმა

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

12 მინისტრი ქალი და 7 კაცი - ფინეთს ახალი მთავრობა ჰყავს

ფინეთს მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერმინისტრი ეყოლება

ნიდერლანდებში კომპანიებს საბჭოებში ქალთა რაოდენობის გაზრდის მიზნით 30%-იანი კვოტა დაუწესეს

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker