Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

თბილისში ფემიციდის საკითხზე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

კატეგორია: გენდერული ძალადობა 
2017-11-24

თბილისში საერთაშორისო კონფერენცია „ფემიციდის შემთხვევების მონიტორინგის ინსტრუმენტები და მექანიზმები“ გაიმართა. ღონისძიება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ჩატარდა.

 

კონფერენციის გახსნით ნაწილში მისასალმებელი სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, რომელმაც აღნიშნა: "ქალთა წინააღმდეგ ძალადობის პრევენციაში გადამწყვეტ როლს თამაშობს საზოგადოება. გადამწყვეტ როლს თამაშობს ის, რანაირად აღვიქვამთ ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეები, ძალადობას ჩვენი თანამოქალაქე ქალების წინააღმდეგ".

 

საქართველოს სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა, მზადყოფნა გამოთქვა გაეროს ქალთა ორგანიზაციის ტექნიკური მხარდაჭერით, "ფემიციდის მონიტორინგის მექანიზმი“ შეიქმნას და ფემიციდის პრობლემის რეალური მასშტაბები შეფასდეს. ღონისძიებაზე ქალთა მკვლელობებზე სასამართლოს გადაწყვეტილებათა დეტალური ანალიზიც წარმოადგინეს.

 

სახალხო დამცველმა ასევე, ილაპარაკა გამოყენებული დაცვისა და პრევენციის ღონისძიებებისა და პრობლემის სახელდებისას არსებულ ხარვეზებზე.

 

სახალხო დამცველის მოადგილემ, ეკატერინე სხილაძემ წარმოადგინა პრეზენტაცია, რომელშიც მოყვანილი იყო საქართველოში ქალთა მკვლელობების ოფიციალური მონაცემები. როგორც სახალხო დამცველის მოადგილემ აღნიშნა, ამ პრობლემას ძალოვანი უწყებები ეფექტიანად ვერ უმკლავდებიან, რადგან მსხვერპლთა ნაწილმა მკვლელობამდე სამართალდამცველებს ძალადობის შესახებ არაერთხელ აცნობა.

 

სახალხო დამცველის მოადგილემ ასევე განაცხადა, რომ ფემიციდის შემთხვევების კლება ქვეყანაში არ ფიქსირდება და 2017 წლის 9 თვის განმავლობაში 22 ქალი მოკლეს, აქედან 13 შემთხვევაში იდენტიფიცირებული იყო ოჯახში მომხდარი დანაშაულის ფაქტი. ასევე, საკმაოდ დიდია მკვლელობის მცდელობათა რიცხვი და ამავე პერიოდში 11 მკვლელობის მცდელობიდან 8 ჩაიდინეს ოჯახში ძალადობის მოტივით.

 

კონფერენციის გახსნით ნაწილში მისასალმებელი სიტყვით ასევე გამოვიდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში, ნილს სკოტი.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა ქალთა წინააღმდეგ ძალადობის საკითხებში, ქალბატონმა დუბრავკა სიმონოვიჩმა.

 

 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

ნიდერლანდებში კომპანიებს საბჭოებში ქალთა რაოდენობის გაზრდის მიზნით 30%-იანი კვოტა დაუწესეს

ნინო ცაციაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

ბოლივიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ქალი გახდა

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker