Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან!

Ge

En

Ru

ქალები ჩთილოეთ კორეიის ჯარში: გაუპატიურება, ანტისანიტარია და შიმშილი

კატეგორია: ეს საინტერესოა 
2017-11-22

2015 წლიდან ჩრდილოეთ კორეაში ყველა 18 წლის ასაკის ქალი ექვემდებარება შვიდწლიან სამხედრო გაწვევას.

 

როდესაც 1990-იან წლებში ჩრდილოეთ კორეაში შიმშილობა დაიწყო, ასი ათასობით ქალი ჯარში მოხალისედ წავიდა, რადგან იქ გარანტირებული ყოველდღიური სადილი ჰქონდათ.

 

 

 

 

 

 

ჩრდილოეთ კორეის ყოფილი სამხედრო მოსამსახურის განცხადებით, რომელმაც ქვეყნიდან გამოქცევა მოახერხა, მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ჯარში ქალების ბედი იმდენად მძიმეა, რომ ბევრ მათგანს მენსტრუალური ციკლიც კი უწყდება, ცემა და გაუპატიურება კი მუდმივი მოვლენაა.

 

 

ჩრდილოეთ კორეის ჯარში დღისწესრიგი როგორც კაცებისთვის ასევე ქალებისთვის თითქმის ერთნაირი არის. ქალებს ოდნავ შემცირებული ფიზიკური ნორმატივები აქვთ დაწესებული, მაგრამ მათგან ყოველდღიურად მოითხოვენ დალაგებას და საჭმლის გამზადებას - ამ საქმით კაცები არ არიან დაკავებულები.

 

 

 

მუდმივი წრთვნები და საკვების შემცირებული ნორმა ქალი-სამხედროების ჯანმრთელობაზე დიდ გავლენას ახდენს. "ექვსი ან ერთი წლის მსახურობის შემდეგ ქალებს მენსტრუალური ციკლი უწყდებათ, რაც შიმშილის და მუდმივი სტრესის გამო ხდება, თუნცა ქალები ამბობენ, რომ ბედნიერები არიან, რადგან ეს ერთ პრობლემას უხსნის“- აცხადებს ჩრდილოეთ კორეის ყოფილი სამხედრო. მსახურობის დროს ქალებს ჯარში არ გააჩნია წვდომა ჰიგიენურ საშუალებებზე, ამიტომ ერთჯერად საფენებს ისინი რამდენჯერმე იყენებენ. ერთ-ერთ უმძიმეს გამოწვევად ქალებისთვის ასევე შხაპის მიღების პრობლემა წარმოადგენეს.

 

ჯარში ქალები ხშირად სექსუალური ძალადობისა და გაუპატიურების მსხვერპლნი ხდებიან, თუმცა ამის შესახებ ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს.
ჩრდილოეთ კორეაში გაუპატიურება ჯარში ისჯება თავისუფლების აღკვეთით შვიდი წლის ვადით. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, ასეთი ფაქტის შემდეგ არავის არ სურს ჩვენების მიცემა და მოძალადეები ხშირად დაუსჯელები რჩებიან.

 

სამხედრო სამსახური ჩრდილოეთ კორეაში - ფაქტები:

 

  • ჩრდილოეთ კორეაში ქალებს ჯარში მინიმუმ შვიდი წლით იწვევენ; კაცებს 10 წლით - ეს არის მსოფლიში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი გაწვევა.
  • ქალების დაახლოებით 40%-ი 18-დან 25 წლამდე ჯარში მსახურობს და მათი რიცხვი ყოველ წელიწადს იზრდება.
  • ხელისუფლების თქმით, სამხედრო ხარჯები ქვეყნის ბიუჯეტის დაახლოებით 15% -ს შეადგენს, თუმცა ექსპერტების შეფასებით ეს მაჩვენებელი 40% -ს აღწევს.

წყარო 

წინა გვერდი 

Webmaster

 

ანონსები

სასწავლო კურსი პანკისელი ქალებისთვის: "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“

სასწავლო კურსი ქალებისთვის: როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი

საქართველოს პირველი კორპორატიული ჩემპიონატი ჭადრაკში

 

ვიდეოარქივი

ახალგაზრდების დამოკიდებულების კვლევა გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ

 

გენდერული პოლიტიკა

12 მინისტრი ქალი და 7 კაცი - ფინეთს ახალი მთავრობა ჰყავს

ფინეთს მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა პრემიერმინისტრი ეყოლება

ნიდერლანდებში კომპანიებს საბჭოებში ქალთა რაოდენობის გაზრდის მიზნით 30%-იანი კვოტა დაუწესეს

 

ფოტოარქივი

შვედი პოლიტიკოსების ოფიციალური ვიზიტი ქალთა საინფორმაციო ცენტრში

 

ტრეფიკინგი

ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავეს

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით არასრულწლოვანი შვილების მშობელი დააკავა

არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს

 

ცხელი ხაზი

ტელ.: 116 006

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 100 229

ტრეფიგინგის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი

ტელ.: 2 26 16 27

ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის ცხელი ხაზი (ა/ო)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker