Facebook Twitter Google+ Wordpress YouTube RSS Channel Newsletters

Women Can, Women Act, Women Change!

Ge

En

Ru

თურქეთში მიიღეს კანონი, რომელმაც ბავშვთა ქორწინება დააკანონა

Category: Gender in the world 
2017-11-21

პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, თურქეთში მიღებული იქნა კანონი, რომლის თანახმად 2018 წლიდან ქორწინების ოფიციალური რეგისტრაციის  ჩატარებას მუფტიები შეძლებენ.

 

„გინდათ თქვენ ეს თუ არა, ეს კანონი იქნება დამტკიცებული პარლამენტის მიერ“- განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

 

 

 

 

 

განცხადებამ უზარმაზარი საზოგადოებრივი რეაქცია გამოიწვია თურქეთში.
უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ კანონი ბავშვთა ქორწინების ლეგალიზაციისა და იძულებითი ქორწინების წინაპირობაა, რაც თურქეთის პროვინციებში ხშირი პრაქტიკაა.

 

 

 

თურქეთის კანონმდებლობით ქორწინების მინიმალური ასაკი 17 წლით არის განსაზღვრული, 16 წლის ასაკში კი გოგონებს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში შეუძლიათ დაქორწინება. ბოლო ოთხი წლის მანძილზე, თურქეთში რეგისტრირებულია 232,000 ასეთი ქორწინება. უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ თურქეთში ქორწინებების ერთი მესამედი 18 წლამდე გოგონებთან ხდება.

 

„რელიგიურმა დოგმებმა ღრმა ფესვები გაიდგა თურქეთის მოქალაქეთა საერო ცხოვრებაში. ჩვენ ვხედავთ ამას სკოლებში, ახლა კი ეს  ქორწინების დონეზე იქნება... მზად ვართ, მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს, რადგან ეს კანონი ეწინააღმდეგება თურქეთის საერო კონსტიტუციას“- აცხადებენ უფლებადამცველები.

 

კანონი მუფტიების შესახებ უკვე მიღებულია თურქეთის პარლამენტის მიერ.

 

Tags:

Previous Page 

Webmaster

 

Announcements

Beyond the Shelter

The youth exhibitions and installations

Women’s Fund in Georgia is honored to invite you to 2016 Kato Mikeladze Award Ceremony

 

Video archive

Research on Youth Views on Gender Equality

 

Gender policy

Barack Obama: Women are better leaders than men

Britain elects record number of female lawmakers in 2019 election

Women under 35 run Finland as world's youngest leader takes office

 

Photo archive

Swedish politicians visit in WIC

 

Trafficking

To end slavery, free 10,000 people a day for a decade, report says

Interpol rescues 85 children in Sudan trafficking ring

Mother Teresa India charity 'sold babies'

 

Hot Line

Tel.: 116 006

Consultation Hotline for victims of domestic violence

Tel.: 2 100 229

Consultation Hotline for victims of human trafficking

Tel.: 2 26 16 27

Hotline Anti-violence Network of Georgia (NGO)

ფემიციდი - ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგი
eXTReMe Tracker