კატეგორია: გენდერული ძალადობა  2017-11-21
ბევრი მსახიობის მსგავსად, ნატალი პორტმანი იხსენებს სექსუალური შევიწროვების შემთხვევებს, რომელიც მას ათწლეულების განმავლობაში ჰოლივუდში მუშაობის დროს გადახდა.
მსახიობი ლოს-ანჯელესში Vulture-ის ფესტივალზე სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ სექსუალური შევიწროვებისა და დისკრიმინაციის მსხვერპლი, გადასაღებ მოედანზე თითქმის ყველა ფილმის დროს გამხდარა.
"როდესაც ყველამ თავისი ისტორიების მოყოლა დაიწყო, ვიფიქრე: ოჰო, კარგია, რომ მე ეს არ დამმართნია. რამდენიმე საათის შემდეგ კი ვუთხარი ჩემს თავს: "კარგი, ჩემზე არასდროს უძალადიათ, თუმცა დისკრიმინაციისა და შევიწროვების მსხვერპლი ყოველთვის ვხდებოდი და მე მაქვს 100 ასეთი ისტორია" , - განაცხადა ნატალი პორტმანმა.
მსახიობმა გაიხსენა, რომ ერთ-ერთმა პროდიუსერმა მას კერძო თვითმფრინავით გამგზავრება შესთავაზა. "როდესაც მივედი, ჩვენ მარტო აღმოვჩნდით, ბორტზე კი მხოლოდ ერთი საწოლი იყო გამზადებული. არაფერი გვქონია, რადგან მე ვუთხარი, რომ თავს კომფორტულად არ ვგრძნობდი. მან გაიგო რაც ვუთხარი, მაგრამ ეს მაინც არ იყო ნორმალური, ხვდებით?", - განმარტმა პორტმანმა.
პორტმანმა ასევე განაცხადა, რომ ბავშვთა სექსუალიზაცია და ობიექტივიზაცია ფილმებში, ახალგაზრდა მსახიობებს დიდ ზიანს აყენებს. "ჩემი პირველი როლის გამო, მე ლოლიტას შემადარეს, რამაც ნამდვილად შემაშინა,"- განაცხადა მან.
|
 |